ალფონსო III (ასტურია)

ალფონსო III
Alfonso III el Magno

ალფონსოს ქანდაკება მადრიდში
ასტურიის სამეფოს 12-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: 27 მაისი, 866
მმართ. დასასრული: 910
წინამორბედი: ორდონიო I
მემკვიდრე: ფრუელა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 848
გარდ. თარიღი: 20 დეკემბერი, 910
მამა: ორდონიო I
ხელმოწერა:

ალფონსო III დიდი (ესპ. Alfonso III el Magno; დ. 848 — გ. 20 დეკემბერი, 912) — ასტურიის მეფე 866–910 წლებში. ორდონიო I-ის ვაჟი. იქორწინა ხიმენაზე.

ბიოგრაფია

ალფონსო 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დიდებულებმა იგი მეფედ გამოაცხადეს. გრაფ ფრუელას სურდა ახალგაზრდა მეფისთვის ტახტის წართმევა, მაგრამ დიდებულები ალფონსოს ერთგულები დარჩნენ. ფრუელა მოკლეს, ხოლო ალფონსო მეფედ აკურთხეს. მისი 44-წლიანი მართველობის პერიოდში ასტურია გაძლიერდა. მან გააფართოვა თავისი სამფლობელო, შემოიერთა მიწები დუერომდე, დაასახლა იქ კოლონისტები და განამტკიცა წესრიგი. მისი მმართველობის პერიოდში ბევრი ციხესიმაგრე და ეკლესია აშენდა. აღმოსავლეთიდან ქვეყნის დასაცავად მან გაამაგრა ბურგოსი, ხოლო ნორმანებისგან დასაცავად მან ააშენა ზღვისპირეთში ციხე განსო. 900 წელს ოთხდღიან სამორის ბრძოლაში მეფემ დაამარცხა 60 000-იანი არაბული ჯარი. დახოცილი არაბების თავები სამორის ციხეზე გამოკიდეს.

მიუხედავად წარმატებებისა, მას უწევდა აჯანყებების ჩახშობა. მისი შვილი გარსია 880 წელს აუჯანყდა, მაგრამ მამამ დაამარცხა და დააპატიმრა. მალე დედამისმა, რომელიც შვილის მხარეს იყო, დიდებულების მეშვეობით მოაწყო შეთქმულება, რომელშიც ორი უმცროსი შვილიც იყო გახვეული. ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 910 წელს ალფონსო მისმა შვილებმა დაამარცხეს და აიძულეს გარსიას სასარგებლოდ უარი ეთქვა ტახტზე. ქვეყანა სამად გაიყო, გარსიას ერგო მთებში გამაგრებული მხარე ლეონი, ორდონიოს გალისია, ხოლო ფრუელას ასტურია.

ლიტერატურა

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!