უმეო (შვედ. Umeå) — ქალაქი ჩრდილოეთ შვედეთში. უმეოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ვესტრებოტენის ლენის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე უმეელვენზე. მდებარეობს სტოკჰოლმიდან 600 კმ-ით ჩრდილოეთით და პოლარული წრიდან 400 კმ-ით სამხრეთით.
უმეო ნორლანდის რეგიონის უდიდესი და შვედეთის სიდიდით მე-12 ქალაქია, 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 79 594 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 115 229-ს. 1965 წელს ქალაქში უნივერსიტეტი დაარსდა და ამ მომენტიდან მოსახლეობამ სწრაფი ზრდა იწყო, 30 წელში იგი გაორმაგდა. 2011 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად შენდება 700 - 8000 ახალი აპარტამენტი.
უმეო შვედეთის საგანმანათლებლო, ტექნიკური და სამედიცინო კვლევების ცენტრია, ორი უნივერსიტეტითა და 30 000 სტუდენტით. 2014 წლისთვის არჩეულია ევროპის კულტურულ დედაქალაქად.
პირველ წერილობით წყაროებში უმეო XIV საუკუნეშია მოხსენიებული.