მეხიკო (ესპ.Ciudad de México[sjuˈðað ðe ˈmexiko]) — მექსიკისდედაქალაქი, ფედერალური რაიონი და ხელისუფლების ადგილსამყოფელი.[4] წარმოადგენს ფედერალურ ერთეულს მექსიკის შემადგენლობაში, არ მიეკუთვნება 31 შტატიდან არც ერთს და მთლიანად ეკუთვნის ფედერაციას. მეხიკო ამჟამად ქვეყნის უდიდესი ქალაქი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და საფინანსო ცენტრია.
მეხიკოს მინიჭებული აქვს „ალფა“ რანგის გლობალური ქალაქის სტატუსი[5] და ის მთლიანად ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრია.[6] მდებარეობს მაღლობ პლატოზე, მეხიკოს ველზე, მექსიკის შუაგულში, ზღვის დონიდან 2 240 მეტრზე. ქალაქი შედგება ექვსი კვარტლისგან.
2009 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 8,84 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ფართობი კი 1 485 კმ²-ს.[7] ფედერალური და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაწესებული ბოლოდროინდელი განმარტების მიხედვით, დიდი მეხიკოს მოსახლეობა 21,2 მილიონ ადამიანს აღწევს.[8] შედეგად, მეხიკო დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი მეტროპოლიტური არეალი, მეათე უდიდესი აგლომერაცია და მსოფლიოში უდიდესი ესპანურენოვანი ქალაქია.[9]
დიდი მეხიკოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 411 მილიარდი აშშ დოლარი იყო და შესაბამისად, ქალაქ მეხიკოს ურბანული აგლომერაცია ერთ-ერთი უმდიდრესი არეალია მთელ მსოფლიოში.[10] ამავე წლის მონაცემებით, ქალაქი აწარმოებდა მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 15,8%-ს, მეტროპოლიური არეალი კი ეროვნული მშპ-ის 22%-ს.[11] 2013 წელს, ცალკე აღებული ქალაქი მეხიკო ლათინურ ამერიკაში მეხუთე უდიდესი ეკონომიკის მქონე იყო, ხუთჯერ მეტი ვიდრე მთლიანად კოსტა-რიკის ეკონომიკა და თითქმის იგივე ზომის, რაც პერუს ეკონომიკა.[12]
მეხიკო უძველესი დედაქალაქია დასავლეთ ნახევარსფეროში, ამავე დროს, კიტოსთან ერთად, იგი იმ ორ დედაქალაქს შორისაა, რომლებიც ადგილობრივმა ინდიელებმა დააარსეს. თავდაპირველად, 1325 წელს, ქალაქი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე აცტეკებმა დააფუძნეს და მას ტენოჩტიტლანი უწოდეს. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1521 წელს ტენოჩტიტლანის ალყის დროს ქალაქი თითქმის მთლიანად დაინგრა. ამის შემდეგ, ქალაქი ხელახლა დაპროექტდა და აშენდა ესპანური ურბანული სტანდარტებით. 1524 წელს შეიქმნა მეხიკოს მუნიციპალიტეტი, რომელსაც „მეხიკო-ტენოჩტიტლანი“ ეწოდებოდა,[13] 1585 წელს კი ოფიციალურად ქალაქი მეხიკო დაერქვა.[13] მეხიკო ესპანეთის კოლონიური იმპერიის საკმაოდ დიდი ნაწილის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსური ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა.[14] მას შემდეგ, რაც მექსიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1824 წელს შეიქმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი.
1997 წელს მეხიკოს მცხოვრებლებს უფლება მიეცათ, საყოველთაო არჩევნების გზით, პირდაპირ აირჩიონ მთავრობის მეთაური და ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეის წარმომადგენლები. ამ დროიდან მოყოლებული, ხელისუფლების ორივე შტოს მართავს მემარცხენე მიმართულების დემოკრატიული რევოლუციის პარტია.[15] ბოლო წლებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლიბერალური პოლიტიკა გაატარა, მათ შორის, დააკანონა თანხმობა აბორტის მოთხოვნის შემთხვევაში, ევთანაზიის შეზღუდული ფორმა, განქორწინება ორივე მხარის თანხმობის გარეშე და ერთსქესიანთა ქორწინება.
ისტორია
აცტეკების პერიოდი
ქალაქი, რომელსაც ამჟამად მეხიკო ეწოდება, 1325 წელს მეხიკას ხალხმა დააარსა, რომლებსაც მოგვიანებით აცტეკები ეწოდათ. მეხიკების ძველი ქალაქი ამჟამად ტენოჩტიტლანის სახელითაა ცნობილი, აშენდა მეხიკოს ველზე, სადაც მდებარეობდა პატარა ქალაქი-სახელმწიფო ტლატელოლკო. სამეცნიერო ლიტერატურაში მას ხშირად „ტენოჩტიტლან-ტლატელოლკოს“ სახელით მოიხსენიებენ.[16] აცტეკების დიდი ბაზრობა, რომელიც ბერნალ დიას დელ კასტილიომ დაიპყრო, ამ უკანასკნელს დეტალებში აღწერს თავის ქრონიკაში „მექსიკის დაპყრობის ნამდვილი ისტორია“; დასტურდება, რომ ეს ბაზრობა ტლატელოლკოში მდებარეობდა. მეხიკას ხალხი ნაუატლზე მოლაპარაკთა ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგნლები იყვნენ, რომლებიც ტოლტეკების იმპერიის დაშლის შემდეგ, მეხიკოს ველის ამ ნაწილში დასახლდნენ. მათ მოსვლას წინააღმდეგობა გაუწიეს ამ მიდამოებში უკვე მოსახლე ხალხებმა, თუმცა, მეხიკას ხალხმა მაინც შესძლო ტესკოკოს ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულზე ქალაქი გაეშენებინა. თავის მხრივ, მეხიკას ხალხს ქალაქის დაარსების საკუთარი ისტორია ჰქონდა, რომლის თანახმადაც, ამ კუნძულისკენ მათ მთავარმა ღმერთმა, უიცილოპოჩტლიმ მიუთითა. ამ ისტორიის მიხედვით, ღმერთმა მათ მიანიშნა ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი ქალაქი უნდა აეშენებინათ. თქმულების მიხედვით, აღსრულდა უიცილოპოჩტლის დანაბარები, დაეარსებინათ ქალაქი იმ ადგილას, სადაც კაქტუსზე მჯდარ არწივს დაინახავდნენ, რომელსაც ნისკარტით გველი ეჭირებოდა, ასეთ სცენას ისინი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე წააწყდნენ. 1325-1521 წლებში ტენოჩტიტლანი გაიზარდა და გაძლიერდა, დომინანტი გახდა ტესკოკოს ტბის ირგვლივ და მთლიანად მეხიკოს ველზე მდებარე სხვა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ესპანელების გამოჩენისას, აცტეკების იმპერიამესოამერიკის უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, გასასვლელი ჰქონდა როგორც მექსიკის ყურეზე, ისე წყნარ ოკეანეზე. 1519 წლისთვის ტენოჩტიტლანის მოსახლეობა დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს შეადგენდა; ამ დროისათვის, ლონდონის მოსახლეობა 50 000 კაცს აღწევდა, პარიზის კი დაახლოებით 300 000-ს.[17]
ტენოჩტიტლანის დაპყრობა ესპანელთა მიერ
ვერაკრუსის სანაპიროსთან მიდგომის შემდეგ, ერნან კორტესის ყურამდე მიაღწია ხმებმა დიადი ქალაქისა და მისი მოქიშპეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კორტესი მექსიკაში ძალზედ პატარა არმიის თანხლებით ჩავიდა, მან ადვილად მოახერხა დაერწმუნებინა მრავალი ადგილობრივი ტომი, რომ მას ტენოჩტიტლანის დანგრევაში დახმარებოდნენ.[18] ესპანელმა კორტესმა ტენოჩტიტლანი პირველად 1519 წლის 8 ნოემბერს იხილა.[19] ქალაქის მშვენებამ და ზომამ კორტესსა და მის ამალაზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელები იმ ქვაფენილს მიუყვებოდნენ, რომელმაც ისინი ქალაქ ისტაპალპაში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი მონტესუმა ტენოჩტიტლანის ცენტრიდან მათ შესახვედრად და საჩუქრების გასაცვლელად დაიძრა, მათ შორის მეგობრობამ დიდხანს ვერ გასტანა.[20] კორტესმა იმპერატორი შინაპატიმრობაში გამოკეტა იმ იმედით, რომ მისი ხელით იბატონებდა.[21] დაძაბულობა 1520 წლის 30 ივნისის ღამემდე გაგრძელდა, ღამემდე, რომელიც ისტორიაში „მწუხარების ღამის“ სახელითაა ცნობილი, როდესაც აცტეკები ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდნენ და ევროპელებისა და მათი მოკავშირე ტლაჰკალტეკები შეპყრობა და განდევნა განიზრახეს.[22] კორტესის ამალა ტლაჰკალტეკთან შეგროვდა. აცტეკებმა იფიქრეს, რომ ესპანელები სამუდამოდ წავიდნენ. მათ ახალ მეფედ კუიტლაუაკი აირჩიეს, თუმცა, ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეში ყვავილით დაავადდა და გარდაიცვალა. შემდეგი მეფე კუაუტემოკი გახდა.[23] ტენოჩტიტლანზე შემდეგი იერიშის მიტანა კორტესმა 1521 წლის მაისისთვის განიზრახა. სამი თვის მანძილზე, აცტეკთა დიდებული ქალაქი საკვებისა და წყლის ნაკლებობით იტანჯებოდა, ამას თან ერთვოდა ევროპელთა მიერ მოტანილი ყვავილის ეპიდემიის გავრცელება.[18] კორტესი და მისი მოკავშირეები კუნძულის სამხრეთით გამაგრდნენ და ქალაქში შესვლას ქუჩა-ქუჩა, სახლდა-სახლ გეგმავდნენ.[24] საბოლოოდ, იმპერატორი კუაუტემოკი მტერს 1521 წლის აგვისტოში ჩაბარდა.[18]
ქალაქის ხელახლა აშენება მეხიკოს სახელით
დაპყრობისას, ბოლო ალყისა დროს, ესპანელებმა ტენოჩტიტლანი პრაქტიკულად გაანადგურეს. კორტესი თავდაპირველად კოიოაკანში დასახლდა და გადაწყვიტა, აცტეკების ქალაქი ხელახლა აეშენებინა ისე, რომ წინა მმართველობის ყველანაირი კვალი წაეშალა.[19] კორტესს თავისი პირადი მმართველობით დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია, იგი ლოიალური რჩებოდა ესპანეთის სამეფოს მიმართ. პირველი ვიცე-მეფე ახალ სამფლობელოში თოთხმეტი წლის შემდეგ მოვიდა. ამ დროისათვის მეხიკო კვლავ ქალაქი-სახელმწიფო გახდა, რომლის ძალაუფლებაც ქალაქის საზღვრებს ბევრად სცდებოდა.[25] მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა ტენოჩტიტლანის საწყისი დაგეგმარება შეინარჩუნეს, აცტეკების ძველი ტაძრების ადგილას მათ კათოლიკური ტაძრები ააშენეს, ასევე მიითვისეს საიმპერატორო სასახლე.[25] ტენოჩტიტლანს სახელი შეუცვალეს და „მეხიკო“ უწოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელს ესპანელები ადვილად წარმოთქვამდნენ.[19]
კოლონიური მეხიკოს ზრდა
აცტეკების იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი ახლა უკვე ახალი ესპანეთის დედაქალაქი გახდა. მექსიკის ვიცე-მეფე მთავარ მოედან სოკალოზე, სასახლეში ცხოვრობდა. მის მოპირდაპირედ აშენდა ახალი ესპანეთის არქიეპისკოპოსის სამეუფეო ტაძარი, მეხიკოს მეტროპილური კათედრალი, რომელიც ამავე დროს მისი სასახლეც იყო. მოედნის გასწვრივ ასევე მდებარეობდა ქალაქის საბჭოს შენობა. კრისტობალ ვილიალპანდოს მიერ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო წლებში შესრულებული ნახატი „სოკალო“ ასახავს მთავარ მოედანს, რომელიც ერთ დროს აცეტეკების მთავარი საცერემონიო ცენტრი იყო. აცტეკების ცენტრალური სასახლე სამუდამოდ გარდაიქმნა საცერემონიო ცენტრად და კოლონიური ხელისუფლების სასახლედ, თანამედროვე მექსიკაში კი, დღემდე, ის ქვეყნის ცენტრალურ ადგილად რჩება.
ქალაქის ხელახლა აშენება ტენოჩტიტლანის ალყის შემდეგ დაიწყო და ძირითადი სამუშაოები მიმდებარე არეალებში უხვად არსებულმა ადგილობრივმა სამუშაო ძალამ დაასრულა. მექსიკის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, ფრანცისკანელი ბერი ტორბიო დე ბენავენტე მოტოლინია, რომელიც ახალ ესპანეთში 1524 წელს მოვიდა, ქალაქის ხელახლა აშენების პროცესს ადრეული პერიოდის ერთ-ერთ საშინელ უბედურებად მოიხსენიებს:
„მეშვიდე ჭირი გახლდათ დიდი ქალაქის, მეხიკოს მშენებლობა, რაც ადრეულ წლებში მიმდინარეობდა. ამ პროცესში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე იერუსალიმის მშენებლობაში. მუშათა ჯგუფები იმდენად მრავალრიცხოვანი და დიდი იყო, რომ მიუხედავად ფართო ქუჩებისა, როდესაც ერთი ჯგუფი გადაადგილდებოდა, მეორეს მოძრაობა უჭირდა. მრავალი ადამიანი დაიღუპა მზის დარტყმისგან, სიმაღლიდან ჩამოვარდნით, ზოგიც ძველი შენობების დანგრევის დროს, რომლებსაც ახლიდან აშენებდნენ“.[26]
დაპყრობამდე, ტენოჩტიტლანი გაშენებული იყო შიტა ტბების სისტემის ცენტრში ისე, რომ მისვლა შესაძლებელი იყო კანოოებით და ქვაფენილიანი ფართო ბილიკით. ეს ბილიკი ესპანელებმა ადგილობრივი სამუშაო ძალის გამოყენებით, კვლავ აღადგინეს.
თუ რაიმე ტიპის გეოგრაფიული დაბრკოლება არ იყო, კოლონიური ესპანური ქალაქები ბადის სტილში შენდებოდა. მეხიკოში, ამ ბადის განვრცობა ცენტრალური მოედნიდან, სოკალიოდან დაიწყო. ესპანელები ცენტრალური მოედნის მიმდებარედ დასახლდნენ, ამ ადგილს „ტრასას“ უწოდებდნენ. ინდიელები უფრო გარეუბნებში ცხოვრობდნენ.[27] ესპანელები ფიქრობდნენ, რომ ინდიელებს მათგან განცალკევებულ არეალებში უნდა ეცხოვრათ, თუმცა, ვინაიდან ინდიელთათვის სოკალიო მთავარი კომერციული ცენტრი იყო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ისინი მაინც ვერ სცილდებოდნენ, რის გამოც, მკაცრი სეგრეგაცია არასოდეს ამოქმედებულა.[28] სოკალიოზე აღინიშნებოდა მთავარი დღესასწაულები, ისევე როგორც სიკვდილით დასჯის პროცედურები. გარდა ამისა, სწორედ ამ ადგილზე მოხდა ორი დიდი აჯანყება მეჩვიდმეტე საუკუნეში, 1624 და 1692 წელს.[29]
მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ქალაქიც, რაც ძირითადად ტბის წყლის ხარჯზე ხდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტბის წყლის დონე ცვალებადი იყო, მეხიკოში ხშირად ხდებოდა პერიოდული დატბორვა. წყალდიდობისგან თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამართვა ევალებოდა ათასობით ინდიელისგან შემდგარ მუშათა რაზმს. დატბორვები არა მხოლოდ ზოგადად, ზიანის მომტანი იყო, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ჯანმრთელობის მხრივაც, რადგან ამ დროს ქუჩები ბინძურდებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. გარდა ამისა, ამ დროს მრავლდებოდნენ მწერებიც, რომლებსაც მრავალი დაავადება გადაჰქონდათ. ასევე, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაშრობამ შეცვალა თევზებისა და ფრინველების საარსებო გარემო, შეიცვალა დედაქალაქთან ახლოს მდებარე ინდიელთა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განლაგებაც.[30]
XVI საუკუნეში საგრძნობლად გაიზარდა ეკლესიათა რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთის ხილვა დღესაცაა შესაძლებელია ქალაქის ისტორიულ ცენტრში.[25] ვაჭრობის შედეგად, მეხიკო ეკონომიკურად ყვაოდა. ბრაზილიისა და პერუსგან განსხვავებით, მექსიკა უკავშირდებოდა როგორც წყნარ, ისე ატლანტის ოკეანეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სამეფო ქალაქის ყველა სფეროს კონტროლს ცდილობდა, მან ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა.[31]
დიდგვაროვანთა ცნება ახალ ესპანეთში ამერიკის დანარჩენი ტერიტორიების პრაქტიკისგან განსხვავებული გზით წავიდა. ესპანელები ისეთ საზოგადოებაში აღმოჩნდნენ, სადაც კეთილშობილის ცნება საკუთრივ მათ ირეკლავდა. ისინი პატივს სცემდნენ დიდგვაროვნების ადგილობრივ ადათს. მომდევნო საუკუნეებში, დიდგვაროვნის სტატუსი მექსიკაში არ ასოცირდებოდა ძლევამოსილ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან, პირიქით, ასეთი ძალაუფლება შეზღუდული იყო.[32] მართალია, დიდგვაროვნის ცნება მექსიკაში პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებდა, მაგრამ იგი წარმოადგენდა ძალზედ კონსერვატიულ ესპანურ სოციალურ გაგებას, რაც ოჯახის ღირსებაზე იყო დაფუძნებული. ამგვარ ოჯახთა უმეტესობა საკუთარ ღირსებას იმყარებდა მეხიკოს გარეთ მიღებული შემოსავლებით, შემდეგ კი ამ თანხებს დედაქალაქში სხვადასხვა მიზნით ხარჯავდნენ, აშენებდნენ ეკლესიებს, ეწეოდნენ ქველმოქმედებასა და იშენებდნენ მდიდრულ სასახლეებს. მსგავსი დიდებული სასახლეების შენების მანიამ მწვერვალს XVIII საუკუნის ბოლოს მიაღწია. ბევრი მათგანის ხილვა დღემდე შესაძლებელია და რის გამოც, ალექსანდერ ჰუმბოლდტმა მეხიკოს ზედმეტსახელად „სასახლეების ქალაქი“ უწოდა.[19][25][32]
1810 წლის 16 სექტემბერს, გუანახუატოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ გრიტო-დე-დოლორესთან ინციდენტი მოხდა, რამაც დასაბამი მისცა მექსიკის ომს დამოუკიდებლობისათვის. ომი ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, 1821 წლის 27 სექტემბერს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე გამოცხადდა მექსიკის დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან.[33] მიუხედავად ამისა, არეულობა შემდეგ ათწლეულებშიც გაგრძელდა, რადგან მექსიკაზე კონტროლის დამყარებას სხვადასხვა ჯგუფები ცდილობდნენ.[34]
ახალმა მთავრობამ შექმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი და ხელი მოაწერა მის კონსტიტუციას, რომელშიც ფედერალური რაიონის კონცეპტი აშშ-ის კონსტიტუციიდან იყო აღებული.[35] ამ მომენტამდე, ქალაქი მეხიკო წარმოადგენდა როგორც შტატის, ისე მთლიანი სახელმწიფოს ხელისუფლების ადგილსამყოფელს. მეხიკოს შტატის დედაქალაქები გახდა ტესკოკო და ტოლუკა.[36]
მეხიკოს ბრძოლა
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკის სიღრმეში საბრძოლო დანაყოფები შეიყვანა, ხოლო აშშ-ს არმიის 1-ლმა, მე-2, მე-3 და მე-4 დანაყოფებმა ქალაქი ვერაკრუსი და მეხიკო დაიკავეს, ორი ქვეყანა ომის ზღვარზე აღმოჩნდა.[37] თავდასხმის კულმინაცია იყო შტურმი მეხიკოში მდებარე ჩაპულტეპეკის სასახლეზე.[38] ქალაქის დღევანდელ ჩრდილოეთ ნაწილში ხელი მოეწერა გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულებას.[39] ისეთმა მოვლენებმა, როგორიც იყო მაგალითად რეფორმის ომი, მეხიკო ხელუხლებელი დატოვა. ქალაქი ზრდას განაგრძობდა, განსაკუთრებით კი პორფირიო დიასის პრეზიდენტობის დროს. ამ პერიოდში, ქალაქში განვითარდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა — გზები, სკოლები, ტრანსპორტი და საკომუნიკაციო სისტემები. თუმცა, მთავრობას მთლიანი რესურსები მხოლოდ მეხიკოსკენ ჰქონდა მიმართული, ქვეყნის დარჩენილი ნაწილი კი კვლავ სიღატაკეში რჩებოდა.
რევოლუცია
პორფირიო დიასის პრეზიდენტობის დროს, დაახლოებით 35 წლის მანძილზე, 1876-1911 წლებში ქალაქი მეხიკო მასობრივ ტრანსფორმაციას განიცდიდა. დიასის მიზანი იყო შეექმნა ქალაქი, რომელიც მეტოქეობას გაუწევდა დიდ ევროპულ ქალაქებს. ის და მისი მთავრობა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოდელად პარიზი გამოეყენებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რჩებოდა ინდიელთა და ესპანელთა ელემენტები. მექსიკურ-ფრანგული არქიტექტურული სტილის ნაზავს შემდეგში პორფირიანული არქიტექტურა ეწოდა.
პორფირიანულ პერიოდში, ქალაქი მასშტაბურ მოდერნიზაციას აღწევდა. დაანგრიეს ესპანურ კოლონიურ სტილში ნაგები მრავალი შენობა, რომლებიც უფრო დიდი, პორფირიანული სტილის ნაგებობებით ჩაანაცვლეს, მრავალი მკვეთრად გამოხატული სასოფლო დასახლება კი ურბანულ, ინდუსტრიალიზებულ ზონად გადაიქცა, რომელთაც უკვე 1908 წლისთვის ჰქონდათ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და კანალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი მიმართული იყო თანამედროვე ჰოსპიტალების, სკოლების და ფაბრიკების მშენებლობისაკენ, პორფირიანული მოდერნიზაციის ყველაზე ხანგრძლივი ეფექტის მქონე მთავარი დამსახურება ალბათ მაინც კოლონია-რომას არეალის შექმნა და რეფორმის გამზირის განვითარება იყო. მეხიკოს მრავალი ძირითადი ღირსშესანიშნაობა სწორედ ამ პერიოდში, ამ სტილში აიგო.
დიასის გეგმები მთლიან ქალაქს შეეხებოდა და გულისხმობდა მის თანდათან გარდაქმნას, ხელახლა აშენებას პორფირიანულ-ფრანგულ სტილში, თუმცა სულ მალე დაიწყო მექსიკის რევოლუცია და დიასის გეგმებმა დღის სინათლე ვეღარასოდეს იხილა, მრავალი დაწყებული პროექტი შუაგზაზე შეჩერდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მექსიკის რევოლუციის მონუმენტი. თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, რომ ეს მონუმენტი უნდა ყოფილიყო დიასის ახალი სენატის შენობის მთავარი გუმბათი, თუმცა, რევოლუციის დაწყების დროს, დასრულებული იყო მხოლოდ სენატის გუმბათი და მისი საყრდენები. ბევრი მექსიკელისათვის ეს დიასის ეპოქის დასასრულის სიმბოლოდ გაიგივდა და შესაბამისად, ნაგებობა დიასზე გამარჯვების მონუმენტად გარდაიქმნა.
სწრაფი მოდერნისტული განვითარება საბოლოოდ მექსიკის რევოლუციამ ჩაანაცვლა.[34] ქალაქისთვის ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო „ათი ტრაგიკული დღე“, 1913 წლის გადატრიალება პრეზიდენტფრანსისკო იგნასიო მადეროსა და მისი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია პინო სუარესის წინააღმდეგ. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცა ფედერალური არმიის უფროს გენერალ ვიქტორიანო უერტას, რომელმაც მადეროსა და სუარესს გადადგომა აიძულა. მოგვიანებით, ორვე მათგანი მოკლეს, როდესაც ციხეში გადაჰყავდათ.[40]
XX საუკუნიდან დღემდე
1900 წელს, მეხიკოს მოსახლეობა დაახლოებით 500 000 ადამიანს შეადგენდა.[41] ქალაქმა სწრაფი ზრდა დასავლეთის მიმართულებით XX საუკუნის დამდეგს დაიწყო[25] და 1950-იან წლებამდე გაგრძელდა, სწორედ ამ პერიოდში, ქალაქმა პირველი ცათამბჯენი ტორე ლატინოამერიკანა შეიძინა.[18] 1968 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა მეხიკოს ფართო სპორტული ინფრასტრუქტურა დაუტოვა.[25] 1969 წელს გაიხსნა მეტროს სისტემა.[18] მოსახლეობის განსაკუთრებული ზრდა 1960-იან წლებში დაიწყო, მოსახლეობა ფედერალური რაიონის საზღვრებს გასცდა და მეზობელი მეხიკოს შტატის საზღვრებში შეიჭრა, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. 1960-1980 წლებში ქალაქის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და 9 მილიონს მიაღწია.[25] 1980 წლისათვის, მექსიკის მასშტაბით, სამრეწველო დარგში დასაქმებულთა ნახევარი მეხიკოზე მოდიოდა. დაუცხრომელი ზრდის პირობებში, მეხიკოს ხელისუფლება სერვისების მიწოდებას ძლივს უმკლავდებოდა. სოფლის მოსახლეობა, რომელიც სიღარიბეს მეხიკოსკენ გაურბოდა, ქალაქის პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებდა. მათ არ გააჩნდათ საცხოვრებლები, მიწებს ქალაქის გარშემო იკავებდნენ და ქმნიდნენ ქოხების ქალაქებს, რომლებიც მრავალი კილომეტრის მანძილზე იჭიმებოდა.[34] ეს ყოველივე მეხიკოს ჰაერისა და წყლის დაბინძურების სერიოზულ პრობლემებს იწვევდა, მიწისქვეშა წყლების ზედმეტად არასწორი გამოყენების შედეგად კი ქალაქი ნელ-ნელა დაბლა იწევდა.[42] სამთავრობო პროგრამების, გადასაზიდი საშუალებების განახლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციის შედეგად, ჰაერისა და წყლის დაბინძურების პრობლემა ქალაქის რამდენიმე ზონაში გადაიჭრა.
ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელიც მეხიკოს რევოლუციიდან მოყოლებული მართავდა, თანდათან შერბილდა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაწყებული ეკონომიკური ექსპანსიის შედეგად. თუმცა, მოსახლეობის შეკავებასა და პრობლემების ადეკვატურად გადაწყვეტას მთავრობა მაინც ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, 1960-იან წლებში დაწყებულ გათიშულობისა და უკმაყოფილების ტალღას ტლატელოლკოს უბანში ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა, რასაც გაურკვეველი რაოდენობის მომიტინგე სტუდენტი შეეწირა.[34]
სამი წლის შემდეგ, 1968 წლის სტუდენტური მოძრაობის ყოფილი წევრების ორგანიზებით მაესტროს გამზირზე გამართული დემონსტრაცია ძალისმიერი გზით დაშალა გასამხედროებულმა ჯგუფმა სახელად „ლოს ალკონესმა“, რომელიც ბრბოსა და მრავალი სპორტული კლუბის წევრი ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომლებიც წვრთნებს აშშ-ში გადიოდნენ.
1985 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7:19 საათზე, მეხიკოში რიხტერის სკალით 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.[43] მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწისძვრა ისეთივე დამანგრეველი და გამანადგურებელი არ ყოფილა, როგორც თუნდაც აზიისა და ლათინური ამერიკის სხვა ნაწილებში მოჰყოლია მსგავსი სიძლიერის ბიძგებს,[44] იგი ერთპარტიული სისტემის ხელისუფლებისათვის ნამდვილად აღმოჩნდა გამანადგურებელი. ბიუროკრატიისა და კორუფციის გამო ხელისუფლება პარალიზებული იყო, შესაბამისად, მოქალაქეებს დანგრეული საცხოვრებლების აღდგენა საკუთარი ძალებით მოუხდათ.[45] ამ ყველაფრის ბოლო 1988 წლის არჩევნები აღმოჩნდა. საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ მოქმედი ეროვნული რევოლუციური პარტიიდან კარლოს სალინას დე გორტარი და მემარცხენე მიმართულების პარტიათა კოალიციიდან კუაუტემოკ კარდენასი - ყოფილი პრეზიდენტის, ლასარო კარდენასის ვაჟი. ხმების დათვლის დროს, ვითომ შემთხვევით, გაითიშა ელექტროენერგია, ხოლო როდესაც სინათლე მოვიდა, აღმოჩნდა, რომ არჩევნებში გამარჯვებული სალინასი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარდენასს უფრო მეტი მხარდაჭერა გააჩნდა. გაყალბებული არჩევნების შედეგად, კარდენასი დემოკრატიული რევოლუციური პარტიის წევრი გახდა. მან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო, თუმცა, 1997 წელს ის მეხიკოს მერად აირჩიეს. კარდენასის დაპირება მეტად დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბება იყო, მისი პარტია კი კრიმინალის, დაბინძურებისა და სხვა ძირითადი პრობლემების აღმოფხვრის პირობასაც დებდა. 1999 წელს კარდენასი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს მეხიკოს ველზე. ეს ველი თავის მხრივ მდებარეობს ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელში, სამხრეთ მექსიკის მაღალ პლატოზე.[46][47] მისი მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2 200 მეტრია და გარშემორტყმულია მთებითა და ვულკანებით, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 5 000 მეტრს აჭარბებს.[48] ამ ველს, მთებიდან წამოსული წყლის გასასვლელი ბუნებრივი აუზი არ გააჩნია, რის გამოც მეხიკო წყალდიდობებისა და დატბორვების საფრთხის ქვეშაა. სადრენაჟო სისტემა არხებისა და გვირაბების გამოყენებით XVII საუკუნეში ააგეს.[46][48] ხშირია სეისმური აქტივობა.[49] დღეისათვის აღარაფერია შემორჩენილი ტესკოკოს ტბიდან, რომელზეც თავდაპირველად იყო გაშენებული მეხიკო, თუმცა ყოფილი ტბის ტერიტორიის თიხნარი ამჟამად ქალაქს მთლიანად აქვს ათვისებული. ეს საკმაოდ რბილი ნიადაგი, მიწისქვეშა წყლების მოქმედების შედეგად, ხშირად იშლება.[48][49] მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ზოგიერთ ადგილებში მეხიკომ ცხრა მეტრით დაბლა დაიწია. ყოფილი ტბის აუზი ამჟამად მთლიანად მოასფალტებულია ან დაფარულია ტყეებით, მეხიკოს სამხრეთ გარეუბნებში: მილპა-ალტაში, ტლაპლანსა და შოჩიმილკოში.[49]
ფედერალური რაიონის გეოგრაფიული რუკები
ტოპოგრაფია
ჰიდროლოგია
კლიმატის ნიმუშები
კლიმატი
ტროპიკული და ზღვის დონიდან მდებარეობის მაღალი მაჩვენებლის გამო, მეხიკოს კლიმატი ოკეანურია. მეხიკოს ველის ყველაზე დაბალ რეგიონში უფრო ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე სამხრეთის მაღალ რეგიონებში; ისეთი დაბალი უბნები, როგორებიცაა: ისტაპალპა, ისტაკალკო, ვენუსტიანო-კარანსა და გუსტავო-ა.-მადეროს დასავლეთი ნაწილი, შედარებით მშრალი და თბილია, ვიდრე მაღლა მდებარე სამხრეთი უბნები - ტლალპანი და მილპა-ალტა, ასევე პინეს მთიანი რეგიონი.
საშუალო წლიური ტემპერატურა 12-16 °C-ს შორის მერყეობს, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ უბნის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ტემპერატურა იშვიათადაა 3 °C-ზე ნაკლები და 30 °C-ზე მეტი.[50] ყველა დროის ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც მეხიკოში დაფიქსირებულა, არის −4.4 °C, ყველაზე მაღალი კი 33.9 °C.[51]
ნალექიანობით ძირითადად ზაფხულის თვეები გამოირჩევა, ხშირია სეტყვა. მეხიკოს ველის ცენტრალურ ნაწილზე ნალექები ზამთარში იშვიათად თოვლის სახითაც მოდის. თუმცა, ასეთი ფაქტები მხოლოდ 1940 წლის 5 მარტს და 1967 წლის 12 იანვარსაა დაფიქსირებული.
მეხიკოს ველის რეგიონისათვის დამახასიათებელია ანტიციკლონები. ამ დროს წარმოქმნილი სუსტი ქარი აუზს გარეთ ვერ გადის და ვერ ფანტავს აგლომერაციის 50 000 საწარმოსა და 4 მილიონი სატრანსპორტო საშუალების მიერ დაბინძურებულ ჰაერს.[52]
არეალის ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 820 მმ. რაც ძირითადად ივნისიდან სექტემბერ-ოქტომბრამდე შუალედში მოდის, წელიწადის დარჩენილ პერიოდში კი ნალექები ძალიან მცირეა ან საერთოდ არაა.[48] გამოირჩევა ორი ძირითადი სეზონი. მშრალი სეზონი თავის მხრივ იყოფა ცივ და თბილ პერიოდებად. ცივი პერიოდი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, როცა ჩრდილოეთიდან შემოდის პოლარული ჰაერის მასები, რას ჰაერს სიმშრალეს უნარჩუნებს. თბილი პერიოდი გრძელდება მარტიდან მაისამდე; ამ დროს კვლავ დომინირებენ ტროპიკული ქარები, თუმცა წვიმისათვის საკმარისი სინოტივე მაინც არ შემოაქვთ.[53]
თავდაპირველად, ხეობის უდიდესი ნაწილი ტესკოკოს ტბის ურთიერთდაკავშირებული მლაშე და მტკნარი წყლების სისტემას იყენებდა. მტკნარი წყლის გამოცალკევების მიზნით, აცტეკები რაბებს აშენებდნენ, შემდეგ კი წყალს ხელოვნურ კუნძულებზე — ჩინამპებზე მოსავლის მოსაყვანად იყენებდნენ; გარდა ამისა, რაბები ხელს უშლიდა წყალდიდობასაც. ისინი ტენოჩტიტლანის ალყის დროს განადგურდა, თუმცა შემდეგ, კოლონიურ პერიოდში, წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით, ესპანელები რეგულარულად ახდენდნენ ტბის წყლის დრენირებას. ჩვენამდე ტბის მხოლოდ მცირე ნარჩენმა მოაღწია, რომელიც ფედერალური რაიონის გარეთ, მეხიკოს შტატში, სან-სალვადორ-ატენკოს რაიონში მდებარეობს. ბოლო წლებში, არქიტექტორებმა თეოდორო გონსალეს დე ლეონმა და ალბერტო კალაჩმა, მექსიკელ ურბანისტთა ჯგუფთან, ინჟინრებთან და ბიოლოგებთან ერთად შეიმუშავეს ქალაქის ტბების აღდგენის პროექტის გეგმა. გეგმა მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა. იგი ხელს შეუწყობს მეხიკოს ველის წყალმომარაგებას ბუნებრივი წყაროებიდან, შექმნის ახალ ბუნებრივ სივრცეებს და გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.
ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესამსუბუქებლად, ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე გეგმა შეიმუშავა, მათ შორისაა გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი.[54] იმ შემთხვევაში, თუ ატმოსფეროს დამაბინძურებელი აირების დონე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ჩატარდება შესაბამისი საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის ქარხნების დახურვა, სკოლებში სასწავლო საათების შეცვლა, და პროგრამა „დღე მანანის გარეშე“. ჰაერის დაბინძურების კონტროლის მიზნით, მთავრობამ შეიმუშავა გაუმჯობესებული ინდუსტრიული ტექნოლოგიები - სატრანსპორტო საშუალებების მკაცრი ინსპექცია, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება.[54] მეხიკოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 36 სადგურის მონაცემების თანახმად, 1990 წლიდან დღემდე დონე 95 %-ით დაეცა, გოგირდის დიოქსიდის დონემ დაიწია 86 %-ით, ნახშირჟანგმა 74 %-ით, ოზონის დონემ კი 57 %-ს მიაღწია.[54] 1990 წელს, პატრისია საად სოტომაიორი მეხიკოს ყოველდღიურ გამოცემა „Excélsior“-ში, პრეზიდენტ სალინასისადმი მიძღვნილ მოხსენებაში იუწყებოდა, რომ :„მეხიკოს მეტროპოლიურ არეალში, ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 100 000 ბავშვი კვდება, 250 000 ადამიანი დაავადებებით იტანჯება...“. „National Environmentalist Groups“-ის მონაცემების თანახმად კი, სიცოცხლის ხანგრძლივობა ათი წლით შემცირდა.
1986 წელს, სამხრეთ გარეუბნებში არსებული არაურბანული ტყიანი ზონები, პრეზიდენტმა მიგელ დე ლა მადრიდმა ეროვნულ ეკოლოგიურ ნაკრძალად გამოაცხადა. მომდევნო წლებში, დაცულად გამოცხადდა ფედერალური რაიონის სხვა ზონებიც.
პოლიტიკური სისტემა
ფედერალური რაიონი
1824 წლის 31 იანვრარს გამოცემული ფედერაციის კონსტიტუციური აქტი და იმავე წლის 4 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუცია მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომისშემდგომ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მოწყობას ადგენს.[55] გარდა ამისა, 50-ე თავის XXVIII ნაწილი ახალ კონგრესს უფლებას აძლევდა აერჩია ფედერალური მთავრობის ადგილსამყოფელი. ეს ადგილი იმჟამად ფედერალურ მიწად გამოცხადდა, რომლის მმართველადაც ადგილობრივი ფედერალური მთავრობა დადგინდა. დედაქალაქის ორ მთავარ კანდიდატად მეხიკო და კერეტარო განიხილებოდა.[56] საბოლოოდ, დედაქალაქად მეხიკო აირჩიეს, რადგან სწორედ ის იყო ქვეყნის მოსახლეობისა და ისტორიის ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულ ცენტრთან კერეტარო უფრო ახლოს მდებარეობდა. არჩევანი ოფიციალურად გაფორმდა 1824 წლის 18 ნოემბერს, რის შემდეგაც, კონგრესმა 8 800 აკრის ფართობი გამოყო, რომლის ცენტრი სოკალო იყო. ამის შემდეგ, ეს ტერიტორია მეხიკოს შტატისგან გამოყვეს, შტატის ხელისუფლება კი ინკვიზიციის სასახლიდან (ამჟამად მექსიკის მედიცინის მუზეუმი) ტესკოკოში გადავიდა. აღნიშნულ ტერიტორიაში არ შედიოდა ისეთი დასახლებული ქალაქები, როგორებიც იყო: კოიოაკანი, შოჩიმილკო, მექსიკალცინგო და ტლალპანი - ყველა მათგანი მექხიკის შტატის შემადგენლობაში დარჩა.[57]
1854 წელს, პრეზიდენტმაანტონიო ლოპეს დე სანტა ანამ ფედერალური რაიონის ტერიტორია თითქმის რვაჯერ გაზარდა, თავდაპირველი 220 კმ²-დან 1700 კმ²-მდე, ქალაქს შეუერთა სასოფლო და მთიანი არეალები, რითაც უსაფრთხო გახადა სტრატეგიული სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მთის უღელტეხილები და მეხიკო უცხოური ინვანსიისგან დაიცვა. ფედერალური რაიონის საზღვრების ბოლო ცვლილება 1898-1902 წლებში განხორციელდა, ქალაქს დაემატა სამხრეთი ტერიტორია მორელოსის შტატის საზღვრამდე. იმ დროისათვის, ფედერალურ რაიონში არსებული მუნიციპალიტეტების რაოდენობა 22-ს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურ რაიონს გუბერნატორის მიერ დანიშნული მთავრობა მართავდა, მის შემადგენლობაში არსებული მუნიციპალიტეტები ავტონომიურობას ინარჩუნებდა. ძალაუფლების ასეთმა დუალურობამ, მუნიციპალიტეტებისა და ფედერალურ მთავრობებს შორის დაძაბულობა წარმოშვა, რომელმაც თითქმის ერთი საუკუნე გასტანა. 1903 წელს პრეზიდენტმა პორფირიო დიასმა, ფედერალურ რაიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის შემდეგ, 1928 წელს ფედერალურმა მთავრობამ ყველა აღნიშნული რაიონის გაუქმება გადაწყვიტა. მუნიციპალიტეტბის ნაცვლად, ფედერალური რაიონი დაიყო „ცენტრალურ დეპარტამენტად“ და 13 დელეგასიონედ (კვარტალი), რომლებიც პირდაპირ იმართებოდნენ ფედერალური რაიონის მთავრობის მიერ. ცენტრალურ დეპარტამენტში გაერთიანდა მეხიკოს, ტაკუბის, ტაკუბაიისა და მიშკოაკის ყოფილი მუნიციპალიტეტები.
1941 წელს, ხენერალ-ანაიას კვარტალი ცენტრალურ დეპარტამენტს შეუერთეს, რასაც შემდეგ „ქალაქი მეხიკო“ უწოდეს. 1941-1970 წლებში ფედერალური რაიონი მოიცავდა 12 დელეგასიონეს და ქალაქ მეხიკოს. 1970 წელს ქალაქი მეხიკო დაიყო ოთხ სხვადასხვა დელეგასიონედ: კუაუტემოკი, მიგელ-იდალგო, ვენუსტიანო-კარანსა და ბენიტო-ხუარესი, რის შედეგადაც დელეგასიონეთა რაოდენობა თექვსმეტამდე გაიზარდა. ამის შემდეგ, მთლიანი ფედერალური რაიონი, რომელიც ერთ ურბანულ არეალად ჩამოყალიბდა, დე ფაქტო გაიგივდა სინონიმ მეხიკოსთან. თუმცა, საკამათო რჩებოდა დე იურე საკითხი, რაც 1993 წელს კონსტიტუციის 44-ე თავის ჩასწორებამ აღმოფხვრა. აღნიშნული შესწორების შედეგად, ქალაქი მეხიკო და ფედერალური რაიონი ერთმანეთთან გაიგივდა. ეს ჩასწორება შემდეგში განივრცო მომდევნო თავში, სადაც საუბარია ფედერალური რაიონის მთავრობის სტატუსზე.[58]
პოლიტიკური სტრუქტურა
მეხიკოში განთავსებულია არა რომელიმე კონკრეტული შტატის, არამედ მთლიანი ქვეყნის ხელისუფლების ადმინისტრაცია. ფედერალური რაიონის მთავრობის მეთაურს ნიშნავდა მექსიკის პრეზიდენტი. ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფება მოითხოვდა, რომ ფედერალური რაიონი გამოცხადებულიყო ფედერაციის 32-ე შტატად.
მოთხოვნის საპასუხოდ, 1987 წელს რაიონმა ფართო ავტონომიის სტატუსი მიიღო. 1990-იან წლებში, ავტონომია კიდევ უფრო განივრცო და უკვე 1997 წლიდან, მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს ფედერალური რაიონის მეთაურსა და ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეის წევრებს. მთავრობის პირველი არჩეული მეთაური იყო კუაუტემოკ კარდენასი. 1999 წელს, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, კარდენასი გადადგა და მის მაგივრად დაინიშნა როსარიო რობლესი, რომელიც მეხიკოს პირველი ქალი მმართველი გახდა. 2000 წელს აირჩიეს მანუელ ლოპეს ობრადორი, რომელიც 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 2005 წელს გადადგა თანამდებობიდან. მის ადგილზე, საკანონმდებლო ასამბლეამ ალეხანდრო ენსინას როდრიგესი დანიშნა. 2006 წელს, მეხიკოს მეთაურად 6 წლიანი ვადით მარსელო ებრარდი აირჩიეს.
ფედერალურ რაიონს, შტატებისგან განსხვავებით, არ გააჩნია კონსტიტუცია, ავტონომიის სტატუსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ბიუჯეტი განიკარგება ადგილობრივად. მას წარადგენს მეხიკოს მთავრობის მეთაური და ამტკიცებს საკანონმდებლო ასამბლეა. თუმცა, ფედერალური რაიონის საშინაო და საგარეო ვალებთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს მექსიკის კონგრესი.[59]
მექსიკის კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება სხვა ქალაქში გადავა, ფედერალური რაიონი გარდაიქმნება ახალ შტატად, რომელსაც დაერქმევა „მექსიკის ველის შტატი“, რომლის საზღვრებსაც ქვეყნის კონგრესი დაადგენს.
არჩევნები და ხელისუფლება
2006 წელს, ჩატარდა მეხიკოს მთავრობის მეთაურისა და საკანონმდებლო ასამბლეის წევრთა არჩევნები. მთავრობის მეთაურები აირჩევიან 6-წლიანი ვადით, თუმცა, პოსტზე მათი ხელახლა არჩევა აღარ შეიძლება. როგორც წესი, ეს პოსტი მეორე უმნიშვნელოვანეს, ყველაზე გავლენიან თანამდებობად მიიჩნევა მთელ მექსიკაში.[60]
ფედერალური რაიონის საკანონმდებლო ასემბლეის ფორმირების პროცესი ისეთივეა, როგორც სხვა საკანონმდებლო ორგანოების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით; წევრები აირჩევიან როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით. ფედერალური რაიონი 40 საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი, რომლებშიც მოსახლეობა ირჩევს თითო წარმომადგენელს. გარდა ამისა, ფედერალური რაიონი, როგორც ერთი მთლიანი წარმონაქმნი, პარალელური ხმის მიცემის საფუძველზე, პროპორციული სისტემით ირჩევს 26 დეპუტატს. აღნიშნული წესით არჩეულ წარმომადგენლებს, ორგანოში თანამდებობებზე დანიშვნისას გარკვეული შეზღუდვები ეხებათ. მაგალითად, არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილთა 63 %-ზე მეტი. 2006 წლის არჩევნებში, ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა, 34 ადგილი 40-დან, მემარცხენე „PRD“-მ მოიპოვა.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეხიკოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პოლიტიკა, როგორც წესი, უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში. ამას ემატება ფედერალური მთავრობის მხარდაჭერა, ასევე 1980-იან წლებსა და ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ასამბლეის მიერ რამდენიმე კანონის მიღება. 2009 წლის დეკემბერში, ფედერალური რაიონი პირველი ქალაქი გახდა მთელ ლათინურ ამერიკაში და ერთ-ერთი უიშვიათესთაგანი მთელ მსოფლიოში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.
კვარტლები და უბნები
ადმინისტრაციული მიზნით, მეხიკო დაყოფილია 16 კვარტლად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუნიციპალიტეტის სრულად ეკვივალენტური არაა, 16 -ვე კვარტალს აქვს მნიშვნელოვანი ავტონომია, 2000 წლიდან კი მათი მეთაურები პირდაპირი არჩევის წესით, ხმათა უმრავლესობით აირჩევიან. იქიდან გამომდინარე, რომ მეხიკო ორგანიზებულია ერთ მთლიან, ფედერალურ რაიონად, საქალაქო სერვისების უმრავლესობას უზრუნველყოფს ფედერალური რაიონის მთავრობა და არა თავად კვარტლები. 2010 წლის მდგომარეობით, ფედერალური რაიონი შემდეგი კვარტლებისგან შედგება:[61]
კვარტლები შედგება ასობით კოლონიებისა და უბნებისაგან, რომლებსაც რაიმე იურიდიული ავტონომია ან წარმომადგენლობა არ გააჩნიათ. ქალაქის უძველესი ნაწილია ისტორიული ცენტრი, სადაც ზოგიერთი შენობა XVI საუკუნით თარიღდება. ცენტრალური ნაწილის სხვა ცნობილ უბნებს შორისაა კონდესა, რომელიც არტ-დეკოს არქიტექტურითა და რესტრონებით გამოირჩევა; კოლონია-რომა — გამოირჩევა ბოზარის არქიტექტურითა და კულინარიული წერტილებით; სონა-როსა, რომელიც წარსულში ცნობილი იყო ღამის ცხოვრებითა და რესტორნებით, ახლა კი ლგბტ და კორეულ-მექსიკური საზოგადოეებების ცენტრს წარმოადგენს; ტეპიტო და ლა-ლაგუნილია გამოირჩევა ადგილობრივ მუშათა კლასის ფოლკლორითა და ძველმანების ბაზრობებით. უახლეს კვარტლებს მიეკუთვნება სანტა-მარია-ლა-რიბერა და სან-რაფაელი, რომლებიც პორფირიატოს სტილის არქიტექტურით გამოირჩევა.
ისტორიული ცენტრის დასავლეთით, რეფორმის გამზირის გასწვრივ მდებარეობს ქალაქის მრავალი შეძლებული კვარტალი, მათ შორის პოლანკო, ლომას-დე-ჩაპულტეპეკი, ბოსკეს-დე-ლას-ლომასი, სანტა-ფე და ინტერლომასი, რომლებიც მეხიკოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არეალს მიეკუთვნება კორპორატიული სათავო ოფისებისათვის, ცათამბჯენებისათვის და სავაჭრო ცენტრებისათვის.
ცენტრის აღმოსავლეთით ძირითადად დაბალშემოსავლიანი არეალებია, თუმცა შიგადაშიგ არის საშუალო კლასის კვარტლებიც, მაგალითად ხარდინ-ბალბუენა. ურბანული ბადე აღმოსავლეთით მრავალ კილომეტრზე გრძელდება და შედის მეხიკოს შტატში, მოიცავს ქალაქ ნესაუალკოიოტლს, სადაც ამჟამად საშუალო კლასის მოსახლეობა იზრდება, ერთ დროს კი ძირითადად უკანონო დასახლებებით იყო სავსე. მსგავსი ჯურღმულებით ამ დროისათვის გამოირჩევა მეტროპოლიური არეალის კიდეები.
ისტორიული ცენტრის ჩრდილოეთით, ინდისტრიული ობიექტებით გამორჩეული ასკაპოცალკოსა და გუსტავო-მადეროს კვარტლები მდებარეობს, სადაც ძირითადად საშუალო ფენა ცხოვრობს. ბოლო წლებში, მეხიკოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებულმა ინდუსტრიულმა ობიექტებმა ძირითადად მეხიკოს შტატის მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლა. მეხიკოს ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი სიუდად-სატელიტე, რომელიც საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის მოსახლეობით გამოირჩევა.
ადამიანის განვითარების ინდექსის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით,[62] აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ნიშნულით დაფიქსირდა სამ კვარტალში: ბენიტო-ხუარესის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მთელ მექსიკაში, მას მოსდევს მიგელ-იდალგო და კოიოაკანი.
საპირისპიროდ, ადამიანის განვითარების ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა შოჩიმილკოში, ტლაუაკსა და იცაპალაპაში.
მეტროპოლიური არეალი
დიდი მეხიკო მოიცავს ფედერალურ რაიონს, მეხიკოს შტატის 60 მუნიციპალიტეტს და იდალგოს შტატის 1 მუნიციპალიტეტს. დიდი მეხიკო უდიდესი მეტროპოლიური არეალი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მექსიკაში. 2009 წელს, ურბანულ აგლომერაციაში 21 163 226 ადამიანი ცხოვრობდა, საკუთრივ მეხიკოში კი 8 841 916. მოსახლეობის მიხედვით, დიდი მეხიკოს ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტებია (მეხიკოს გარდა):[63]
ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტები მეხიკოს შტატში მდებარეობს, მაგრამ ამავე დროს მიეკუთვნება დიდ მეხიკოს. მეხიკოს შტატის მოსახლეობის დაახლოებით 75 % (10 მილიონი) ცხოვრობს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც დიდი მეხიკოს კონურბაციის ნაწილია.
1980-იანი წლების ბოლომდე, დიდი მეხიკო სწრაფად მზარდი მეტროპოლირი არეალი იყო. ამის შემდეგ, კონურბაციის ზრდასთან ერთად მომატებული გარემოში გამონაბოლქვის შემცირების მიზნით დაწყებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის წყალობით, აგლომერაციის წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და ამჟამად უფრო დაბალია, ვიდრე მექსიკის ოთხი სხვა მეტროპოლიური არეალების მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე პოზიტიურია[64]
1995-2000 წლებში, საკუთრივ მეხიკოს მიგრაციის სალდო უარყოფითი იყო,[65] რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობა მეტროპოლიის გარეუბნებში ან სხვა შტატებში გადადიოდა საცხოვრებლად.
Álvarez Arredondo, Ricardo A (2002): Historia de las formas de gobierno de la Ciudad de México. Grupo Parlamentario del Partido de la Revolución Democrática: Cámara de Diputados, LVIII Legislatura: Congreso de la Unión. México, D. F.
Bernal, Rafael (1994): Mestizaje y criollismo en la literatura de la Nueva España del siglo XVI. Banco de México.
Garibay K., Ángel María (1992) [1950]: Poesía indígena de la Altiplanicie. Universidad Nacional Autónoma de México.
Garza, Gustavo (2000): La Ciudad de México en el fin del segundo milenio. El Colegio de México, Centro de Estudios Demográficos y de Desarrollo Urbano. ISBN 968-12-0996-6, 9789681209964
Instituto Nacional de Geografía, Estadística e Informática (2006): Distrito Federal. Anuario estadístico. INEGI, Aguascalientes. ISBN 0188-8544
Lombardo de Ruíz , Sonia / Guadalupe de la Torre Villalpando / María Gayón Córdoba / María Dolores Morales Martínez (2009): Territorio y demarcación en los censos de población. Ciudad de México 1753, 1790, 1848 y 1882. México, Adabi de México / Fundación Alfredo Harp Helú ISBN 978-968-03-0373-1[1]დაარქივებული 2020-06-17 საიტზე Wayback Machine.
Mathieu, Dominique (2004): «¿Qué significó la democratización en la gestión urbana?» En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): Los primeros cien años. Los próximos cien.... Universidad Autónoma Metropolitana. pp. 173-188.
Organización de las Naciones Unidas (Naciones Unidas, 2003): World urbanization prospects. The 2003 revision (en inglés), en el sitio en internet de la ONU, consultado el 22 de marzo de 2007.
Paz, Octavio (2003): El laberinto de la soledad, Cátedra, Barcelona.
Terrazas, Óscar (2004): «La centralidad metropolitana en la Ciudad de México.» En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): op. cit. pp. 235-266.
Villalobos Jaramillo, Javier (2010) Los 100 Sitios y Monumentos más importantes del Centro Histórico de la Ciudad de México, México, Adabi de México / Fundación Alfredo Harp Helú
Ward, Peter M (2004): «Gobierno y democracia en el Distrito Federal: Cárdenas, el PRD y el huevo del párroco.» En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): op. cit. pp. 189-234.
Zolov, Eric (2004): «Notas sobre la capital en su contribución hegemónica». En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): op. cit. pp. 111-126.
↑WFE – Member Exchanges. World-exchanges.org (April 1, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 25, 2010. ციტირების თარიღი: March 25, 2010.
↑Brian W. Blouet, Olwyn M. Blouet. OECD Reviews of Regional Innovation OECD Reviews of Regional Innovation: 15 Mexican States 2009. OECD Publishing, 2009. p. 418 (p. 299). ISBN 978-92-64-06012-8.
↑Daniel C. Schechter, Josephine Quintero. Lonely Planet Mexico City, City Guide [With Pullout Map]. Third Edition. Lonely Planet, 2008. p. 288 (p. 20-21). ISBN 978-1-74059-182-9.
↑Frances F. Berdan, The Aztecs of Mexico: An Imperial Society, New York: Holt, Rinehart, Winston 1982, pp. 10-14.
↑Frances F. Berdan, The Aztecs of Mexico: An Imperial Society, New York: Holt, Rinehart, Winston 1982, p. 14.
↑ 25.025.125.225.325.425.525.6Alvarez, Jose Rogelio (2000). „Mexico, Ciudad de“. Enciclopedia de Mexico (Spanish). 9. Encyclopædia Britannica. pp. 5242–5260.
↑Toribio de Benavente Motolinia, Motolinia's History of the Indians of New Spain, translated and edited by Elizabeth Adnros Foster. Wesport: Greenwood Press, (1950) 1973, pp. 41-42
↑Edmundo O'Gorman, Reflexiones sobre la distribución urbana coloinal de la ciudad de México, Mexico 1938, pp. 16ff.
↑Magnus Mörner and Charles Gibson, "Diego Muñoz Camargo and the Segregation Policy of the Spanish Crown," Hispanic American Historical Review, vol. 42, pp. 558ff.
↑Ida Altman, Sarah Cline, and Javier Pescador, The Early History of Greater Mexico, Pearson 2003, pp. 246-249.
↑Noble David Cook, Born to Die: Disease and New World Conquest, 1492-1650. New York: Cambridge University Press 1998.
↑Hamnett, Brian R. (1998). Concise History of Mexico.. Port Chester, New York, USA: Cambridge University Press. ISBN978-0-521-58120-2.
↑ 32.032.1Ladd, Doris M (1998). Artes deMexico Palacios de la Nueva España The Mexican Nobility. Mexico City: Artes de Mexico y del Mundo, გვ. 84–86. ISBN978-968-6533-61-3.
↑LaRosa, Michael J.(Editor) (2005). Atlas and Survey of Latin American History.. Armonk, New York, USA: M. E. Sharpe, Inc., გვ. 118–125. ISBN978-0-7656-1597-8.
↑National Research Council Staff. (1995). Mexico City's Water Supply: Improving the Outlook for Sustainability.. Washington, D.C., USA: National Academies Press, გვ. 4.
↑Campus, Yunnven (September 19, 2005). „A 20 años del sismo del 85“ (Spanish). Mexico City: Televisa. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 22, 2008. ციტირების თარიღი: October 4, 2008.
↑Moreno Murillo, Juan Manuel (1995). „The 1985 Mexico Earthquake“. Geofisica Coumbia. Universidad Nacional de Colombia (3): 5–19. ISSN0121-2974.
↑Haber, Paul Lawrence (1995). „Earthquake of 1985“. Concise Encyclopedia of Mexico. Taylor & Frances Ltd. pp. 179–184.
↑ 46.046.1 (1995) Diccionario Porrua de Historia, Biografia y Geografia de Mexico 6th ed. – Mexico, Cuenca de (Spanish). Mexico City: Editorial Porrua, გვ. 2238. ISBN978-968-452-907-6.
↑Lafregua, J; Gutierrez, A, Aguilar E, Aparicio J, Mejia R, Santillan O, Suarez MA, Preciado M (2003). „Balance hídrico del Valle de Mexico“(PDF). Anuario IMTA. დაარქივებულია ორიგინალიდან(PDF) — დეკემბერი 16, 2008. ციტირების თარიღი: December 1, 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
↑Alvarez, Jose Rogelio (2003). „Distrito Federal“. Enciclopedia de Mexico (Spanish). IV. Sabeco International Investment Corp. pp. 2293–2314. ISBN978-1-56409-063-8.
جائزة أوروبا الكبرى 2002 (بالإنجليزية: XLVI Allianz Grand Prix of Europe) السلسلة بطولة العالم لسباقات فورمولا 1 موسم 2002 البلد ألمانيا التاريخ 23 يونيو 2002 مكان التنظيم حلبة نوربورغرينغ المسافة 60 لفة عدد اللفات 60 لفة أول المنطلقين أول المنطلقين خوان بابلو مونتويا أسرع لف...
أشان تقسيم إداري البلد إيران إحداثيات 37°30′02″N 46°17′49″E / 37.50055556°N 46.29694444°E / 37.50055556; 46.29694444 السكان التعداد السكاني 1268 (2006) تعديل مصدري - تعديل أشان هي قرية في مقاطعة مراغة، إيران. عدد سكان هذه القرية هو 1,268 في سنة 2006.[1] مراجع ^ تعداد سكان جمهورية إير...
Cet article est une ébauche concernant une localité ukrainienne. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Koziatyn (uk) Козятин Héraldique Drapeau Administration Pays Ukraine Oblast Oblast de Vinnytsia Raïon Koziatyn Maire Tetiana Yermolayeva Code postal 22100 Indicatif tél. +380 4342 Démographie Population 24 180 hab. (2014) Densité 1 934 hab./km2 Géographie Coordonn
OlimpiasMedali Romawi bergambar wajah Olimpias, Museum TesalonikaPermaisuri Kerajaan MakedoniaPeriodeca. 357–316 SMInformasi pribadiKelahiran375 SMEpiros, Yunani KunoKematian316 SM (pada usia 59 tahun)Makedonia, Yunani KunoWangsaMolososAyahRaja Epiros, Neoptolemos IPasanganRaja Makedonia, Filipos IIAnakAleksander AgungKleopatra, Ratu EpirosYunaniΟλυμπιάςAgamaKepercayaan Yunani Kuno Olimpias (bahasa Yunani: Ὀλυμπιάς, Olimpiás, ca. 375–316 SM[1]) adalah putri R...
American culture globalization through American products Coca-Cola advertising in the High Atlas mountains of Morocco Look up Cocacolonization in Wiktionary, the free dictionary. Cocacolonization (alternatively coca-colonization) refers to the globalization of American culture (also referred to as Americanization) pushed through popular American products such as the soft-drink brand Coca-Cola.[1] The term is a portmanteau of the name of the multinational soft-drink maker and colonizat...
Extinct genus of dinosaurs SinoceratopsTemporal range: Late Cretaceous, 73.5 Ma PreꞒ Ꞓ O S D C P T J K Pg N ↓ Reconstructed skeleton Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Clade: Dinosauria Clade: †Ornithischia Suborder: †Ceratopsia Family: †Ceratopsidae Subfamily: †Centrosaurinae Genus: †SinoceratopsXu et al., 2010 Type species †Sinoceratops zhuchengensisXu et al., 2010 Sinoceratops /ˌsaɪnoʊˈsɛrətɒps/ is an extinct gen...
Village and civil parish in the East Lindsey district of Lincolnshire, England Human settlement in EnglandEast BarkwithSt Mary's Church, East BarkwithEast BarkwithLocation within LincolnshirePopulation373 (Including Panton. 2011)[1]OS grid referenceTF168814• London125 mi (201 km) SDistrictEast LindseyShire countyLincolnshireRegionEast MidlandsCountryEnglandSovereign stateUnited KingdomPost townMarket RasenPostcode districtLN8PoliceLi...
Ship of the line of the French Navy For other ships with the same name, see French ship Languedoc and French ship Victoire. The Languedoc, dismasted by the storm the night of the 12th, attacked by HMS Renown the afternoon of 13 August 1778 History France NamesakeLanguedoc BuilderArsenal of Toulon Laid down1764 Launched15 May 1766 In service17 January 1778 Renamed Renamed Anti-fédéraliste renamed Victoire (July 1794) FateBroken up 1799 General characteristics Class and typeSaint-Esprit class...
Red Dragon Основні параметриПовна назва Red DragonВиготівник NASA, SpaceX СШАОператор SpaceX СШАДата запуску невідомоРакета-носій Falcon HeavyПосадка на небесне тілоНебесне тіло Марс Red Dragon — концепція безпілотної дослідницької місії з використанням ракети-носія Falcon Heavy і модифіко...
This is a dynamic list and may never be able to satisfy particular standards for completeness. You can help by adding missing items with reliable sources. This is a list of destroyed heritage of the United States. The year of demolition is marked in parentheses. This is a list of cultural-heritage sites that have been damaged or destroyed accidentally, deliberately, or by a natural disaster, sorted by state. Only those buildings and structures which fulfill Wikipedia's standards of notability...
View of the Gymnasium at Delphi The Gymnasium at Delphi is a building complex of the 4th century BC at Delphi, Greece, which comprised the xystus and the palaestra, along with its auxiliary buildings such as the changing rooms and baths. It was situated between the Sanctuary of Athena Pronaia and the fountain Castalia. Some remains of archaic buildings, discovered under the xystus, were possibly related to a sanctuary dedicated to Demeter and indicate the sanctity of the area from earlier tim...
We Have Always Lived in the CastlePoster rilisSutradara Stacie Passon Produser Jared Ian Goldman Robert Mitas Kieran Corrigan Ditulis oleh Mark Kruger SkenarioMark KrugerBerdasarkanWe Have Always Lived in the Castleoleh Shirley JacksonPemeran Taissa Farmiga Alexandra Daddario Crispin Glover Sebastian Stan Penata musikAndrew HewittSinematograferPiers McGrailPenyuntingRyan DenmarkPerusahaanproduksi Further Films Mighty Engine Albyn Media DistributorBrainstorm MediaTanggal rilis 22 Septemb...
2012 Team Ice Racing World Championship Previous 2011 Next 2013 The 2012 FIM Team Ice Speedway Gladiators World Championship was the 34th edition and the 2011 version of FIM Team Ice Racing World Championship season. The Final will take place in Tolyatti, Russia on 25-26 February 2011.[1] The championship was won by the defending champion Russia (59 points), who they beat Austria (44 pts) and Czech Republic (37 pts).[2] [3] World Final Results 25-26 February 2011 Tolya...
Tamar–Tavy EstuarySite of Special Scientific InterestView across the Tamar estuary south of Bere Ferrers, looking towards CargreenLocation within CornwallShow map of CornwallTamar–Tavy Estuary (England)Show map of EnglandLocationCornwall, DevonGrid referenceSX435591Coordinates50°24′41″N 4°12′12″W / 50.4113°N 4.2032°W / 50.4113; -4.2032InterestBiologicalArea1,422.3 hectares (14.2 km2; 5.49 sq mi)Notification1991 (1991)Natural England ...
Team representing Switzerland in skiing SwitzerlandNational federationSwiss SkiCoach Thomas Stauffer (men)[1] Beat Tschuor (women)[1] Olympic GamesAppearances24Medals75World ChampionshipsAppearances46Medals204 Medal record Alpine skiing Event 1st 2nd 3rd Winter Olympics 27 23 25 World Championships 69 70 65 Total 96 93 90 Pirmin Zurbriggen four overall World Cup and 5 medals between Olympics and World Championships. Lara Gut 34 victories in World Cup. The Switzerla...
Group of genes from one parent This article may be too technical for most readers to understand. Please help improve it to make it understandable to non-experts, without removing the technical details. (February 2021) (Learn how and when to remove this template message) DNA molecule 1 differs from DNA molecule 2 at a single base-pair location (a C/A polymorphism). A haplotype (haploid genotype) is a group of alleles in an organism that are inherited together from a single parent.[1]...
Antonov A-13 adalah sailplane aerobatic Soviet diterbangkan pada tahun 1950 dan 60-an. Itu kecil, satu kursi, pesawat semua logam dikembangkan dari A-11 dan opsional yang dapat dipasang dengan panjang bentang sayap pesawat. Itu adalah monoplane pertengahan sayap dengan pesawat seperti kecebong dan ekor V. Pada bulan Februari tahun 1962, A-13 dilengkapi dengan mesin turbojet kecil untuk menciptakan rekor kecepatan udara dunia dari 196 km / h (122 mph) untuk pesawat hingga 500 kg. Versi bertena...
David McCallum Irudi gehiagoBizitzaJaiotzaMaryhill, 1933ko irailaren 19aHerrialdea EskoziaHeriotzaNew Yorkeko ospitale presbiterianoa, 2023ko irailaren 25a (90 urte)FamiliaAitaDavid McCallum, Sr.Ezkontidea(k)Jill Ireland (1957 - 1967)Katherine Carpenter (en) (1967ko irailaren 16a - 2023ko irailaren 25a)Seme-alabak ikusi Val McCallum (en) HezkuntzaHeziketaUniversity College School (en) Royal Academy of Dramatic Art (1949 - 1951)HizkuntzakingelesaJard...