მარტინიკა (ფრანგ. Martinique) — კუნძული მცირე ანტილის კუნძულების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს კარიბის ზღვაში, ატლანტის ოკეანე. ადმინისტრაციულად წარმოადგენს საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტს. მართავს პრეფექტი და გენერალური საბჭო. მარტინიკა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში წარმოდგენილია 4 დეპუტატით, ხოლო სენატში — 2 სენატორით. კუნძულის დედაქალაქია — ფორ-დე-ფრანსი, ფართობი — 1128 კმ².
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო