ზემო ალპები — დეპარტამენტი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვან ნაპირში.
ისტორია
ზემო ალპები არის იმ 83 დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, რომლებიც შეიქმნა საფრანგეთის რევოლუციის დროს 1790 წლის 4 მარტს.
გეოგრაფია
ზემო ალპების ფართობია 5549 კმ². 1999 წლის მონაცემებით დეპარტამენტის მოსახლეობა 121,419 ადამიანს შეადგენს და მას 98-ე ადგილი უკავია, დეპარტამენტში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 22 ადამიანს.
აქ ყველაზე გავრცელებული ენაა ფრანგული. ზემო ალპების მმართველია ჟან-ივ დუსერი.
რესურსები ინტერნეტში