ზემო რეინი — დეპარტამენტი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელზასში.
ისტორია
იგი არის იმ 83 დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, რომლებიც შეიქმნა საფრანგეთის რევოლუციის დროს 1790 წლის 4 მარტს.
გეოგრაფია
ზემო რეინის ფართობია 3525 კმ². 2006 წლის მონაცემებით დეპარტამენტის მოსახლეობა 736,475 ადამიანს შეადგენს და მას ოცდამეცხრე ადგილი უკავია, დეპარტამენტში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 208,9 ადამიანს.
აქ ყველაზე გავრცელებული ენაა ფრანგული და გერმანული. ზემო რეინის მმართველია შარლი ბატნერი.
ზემო რეინის კოორდინატები 47°57′51″ ჩ. გ. 7°19′11″ ა. გ. / 47.96417° ჩ. გ. 7.31972° ა. გ. / 47.96417; 7.31972.
რესურსები ინტერნეტში