მექსიკის ყურე – ატლანტის ოკეანის ნაწილი, წყლის აუზი, რომელიც შემოფარგლულია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტითა და კუნძულ კუბით. უფრო კონკრეტულად, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით შემოფარგლულია აშშ-ის, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მექსიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთით კუბის სანაპირო ზოლით. ყურე წააგავს უხეშ ოვალს. ატლანტის ოკეანეს უერთდება ფლორიდის სრუტით, რომელიც კუბასა და აშშ-ს შორის მდებარეობს, კარიბის ზღვას კი - იუკატანის სრუტით კუბასა და მექსიკას შორის. ოკეანესთან ნაკლები კავშირის გამო, ყურეში მიქცევა-მოქცევის დონე საკმაოდ მცირეა. ყურის მთლიანი ფართობი 1. 6 მლნ კვადრატულ კილომეტერს შეადგენს. ყურეს ნახევარზე მეტი საკმაოდ თავთხელია. უღრმესი წერტილი – სიგსბის ღრმული 4. 384 მეტრია, რომლის სიგრძეც 550 კილომეტრია. ეს ღრმული დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ წარმოიშვა ზღვის ფსკერის დაწევის შედეგად.
გეოლოგია
დღეისათვის, ცოტა რამაა ცნობილი მექსიკის ყურის გეოლოგიური წარსულის შესახებ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს აუზი წარმოიშვა პალეოზოიუკურ ხანის დასაწყისში, მაგრამ მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს მოხლდა ლაპეოზოიკური ხანის დასასრულს, როდესაც მოხდა ერთი დიდი სუპერკონტინენტის, პანგეას გახლეჩვა და კონტინენტური ფილების ერთმანეთთან შეჯახება.
ისტორია
მართალია ამერიკის კონტინენტი ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა, მაგრამ მისი გემები მექსიკის ყურეში არ შესულან.
მექსიკის ყურის აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო, აშშ-ის სანაპირო ზოლს წარმოადგენს, კონკრეტულად ესაა შემდეგი შტატები: ფლორიდა, ალაბამა, მისისიპი, ლუიზიანა და ტეხასი. საერთო ჯამში, მექსიკის ყურეზეაშშ-ის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 2. 700 კმ-ს. აშშ-ს ტერიტორიიდან ყურეს ერთვის 31 მდინარე.