კოსმონავტთა ზღვა
|
|
კოსმონავტთა ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
|
ზოგადი ინფორმაცია
|
ოკეანის აუზი
|
სამხრეთის ოკეანე
|
ტიპი
|
განაპირა ზღვა
|
ფართობი
|
698,6 კმ²
|
უდიდესი სიღრმე
|
4798 მ
|
|
კოსმონავტთა ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში. ვრცელდება კონტინენტ ანტარტიდის ნაპირებთან, ენდერბის მიწასა და რისერ-ლარსენის ზღვას შორის, რომლისგანაც გამოყოფილია გუნერუსის წყალქვეშა ქედით. კოსმონავტთა ზღვის აღმოსავლეთით გაწოლილია თანამეგობრობის ზღვა, დასავლეთით რისერ-ლარსენის ზღვა. ფართობი 698,6 ათ. კმ². სიღრმე 4798 მ-მდე. მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. სახელი უწოდეს 1962 წელს საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის წევრებმა პირველი კოსმონავტების პატივსაცემად. ნაპირებზე მოქმედებს რუსეთის, იაპონიისა და ბელორუსის სამეცნიერო სადგურები.
რესურსები ინტერნეტში