იავის ზღვის რუკა
იავის ზღვა (ინდონ. Laut Jawa ) — ფართო კუნძულთშორისი ზღვა წყნარ ოკეანეში , ზონდის შელფზე . მისი ფართობია 320,000 კმ². როგორც ზღვა, ის ჩამოყალიბდა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში . ზღვა გადაჭიმულია ინდონეზიის კუნძულებს — ბორნეოს (ჩრდილოეთით ), იავის (სამხრეთით ), სუმატრის (დასავლეთით ) და სულავესს (აღმოსავლეთით ) შორის. ჩრდილო-დასავლეთიდან, კარიმატის სრუტე აკავშირებს სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან .
იავის ზღვაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს თევზჭერა . ამ ზღვაში, 3.000 სახეობის წყალქვეშა ბინადარია. სწორედ ამიტომ, შექმნილია რამდენიმე ეროვნული პარკი . ზღვის აკვატორია საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს.
1942 წლის თებერვალ-მარტში, ამ ზღვაში მიმდინარეობდა სამხედრო შეტაკება, რომელიც ისტორიაში იავის ზღვის ბრძოლის სახელით შევიდა. ის მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საზღვაო ბრძოლა იყო. ნიდერლანდების , ბრიტანეთის , ავსტრალიის და აშშ -ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს იაპონიის შეტევა კუნძულ იავაზე .
რესურსები ინტერნეტში