სკოშის ზღვა

სკოშის ზღვა
სკოშის ზღვა
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ატლანტის ოკეანე
ტიპი კუნძულთშორისი ზღვა
ფართობი 3 მლნ. კმ²
უდიდესი სიღრმე 5000 
მარილიანობა 34 
სკოშის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
სკოშის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე

სკოშის ზღვა ან სკოტიის ზღვა (Scotia Sea) — კუნძულთშორისი ზღვა სამხრეთის ოკეანესა და ატლანტის ოკეანეში. განფენილია სამხრეთ გეორგიის, სამხრეთ სენდვიჩისა და სამხრეთ ორკეინის კუნძულებს შორის. დასავლეთით დრეიკის სრუტით უერთდება წყნარ ოკეანეს. ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღემატება, სიღრმე 5000 მ-ზე მეტია. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6-დან — 1°C-მდე. მარილიანობა დაახლოებით 34 . ზღვის სამხრეთი ნაწილი წლის უმეტეს დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულით. ზღვაში განვითარებულია ვეშაპის რეწვა. სახელი ეწოდა 1932 წლის შოტლანდიელების ანტარქტიდული ექსპედიციის გემის სახელის მიხედვით.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!