სამარის ზღვა
|
|
სამარის ზღვა კოსმოსიდან
|
ზოგადი ინფორმაცია
|
ოკეანის აუზი
|
წყნარი ოკეანე
|
ტიპი
|
ზღვა
|
ფართობი
|
3870 კმ²
|
საშუალო სიღრმე
|
200 მ
|
|
სამარის ზღვა — კუნძულთშორისი ზღვა[1] ფილიპინების არქიპელაგში, რომელიც გაწოლილია ლუსონის ბიკოლის რეგიონსა და აღმოსავლეთ ვისაიას შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება კუნძული სამარი, სამხრეთით ლეიტე, დასავლეთით მასბატე, ხოლო ჩრდილოეთით ლუსონი. მიეკუთვნება წყნარ ოკეანეს.[2] ფართობი 3870 კმ², საშუალო სიღრმე — 200 მ.[3][4] ჩრდილოეთით სან-ბერნარდინოს სრუტით უერთდება ფილიპინის ზღვას, სამხრეთ-აღმოსავლეთით სან-ხუანიკოს სრუტით ლეიტეს ყურეს, სამხრეთ-დასავლეთით მასბატის სრუტით ვისაიანის ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით ტიკაოს სრუტით სიბუიანის ზღვას. ზღვის აკვატორიის ფარგლებშია მრავალრიცხოვანი კუნძულები, მათ შორის: ალმაგრო, ბილირანი, ტიკაო, ნინა, დარამი და სხვა. ზღვის სამხრეთ ნაწილში განლაგებულია კარიგარის უბე. ზღვის სანაპიროზეა ქალაქები: კალბაოგი, კატბალოგანი, რაიტი, კარიგარა (კუნძული სამარი), კატაინგანი (მასბატი), ნავალი, სან-ხასინტო (ტიკაო).
სქოლიო