ატლანტა (ინგლ. Atlanta) — ქალაქი აშშ-ში, ჯორჯიის შტატის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ფულტონის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა (2010) — 420 003 კაცი (33-ე აშშ-ში), მეტროპოლიტი 5 268 860 კაცი, ფართობი 343 კმ².[3]
1885 წელს ატლანტაში დაარსდა პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯორჯიის ტექნიკური ინსტიტუტი. 1917 წლის 21 მაისს ქალაქში გაჩნდა დიდი ხანძარი რომელმაც 1,938 შენობა გაანადგურა, დაახლოებით 10,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, გარდაიცვალა 1 ადამიანი (გულის შეტევით), შენობების აღდგენა დიდი შრომის ფასად მალევე მოხერხდა და ქალაქი ძველებურად სიცოცხლის უნარიანი გახდა.
1939 წლის 15 დეკემბერს ქალაქმა ფილმის პრემიერას უმასპინძლა.
ატლანტა არის აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ტრანსპორტაციის ცენტრი, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო ტრანსპორტაციაში.
ქალაქი განიხილება როგორც ბიზნეს ქალაქი.[4]
ატლანტა არის კოკა-კოლასა და AT&T-ის სამშობლო
ატლანტას მეტროპოლიტის ეკონომიკა შეადგენს 270 მილიარდ აშშ დოლარს. 1998 წლიდან მოყოლებული დღემდე ჯექსტონ-ატლანტას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი არის ყველაზე დაკავებული აეროპორტი მსოფლიოში. 2010 წლის მონაცემებით აეროპორტს წელიწადში გადაყავს 90 მილიონამდე ადამიანი და ახდენს 717,001 თვითმფრინავის აფრენა დაჯდომას.[5]
2000-იან წლებში ქალქმა დაასრულა ჩამოყალიბება როგორც კოსმოპოლიტურმა ქალაქმა. ქალაქმა მალევე გაითქვა სახელი თავის ჯანსაღი კულტურის წყალობით. 2000-იან წლებში ყველაზე დიდი ცვლილება წინა ათწლეულთან შედარებით იყო ახალგაზრდობა, აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა ათასობით კოლეჯ დამთავრებული ახალგაზრდა.
2000 წლიდან 2009-მდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებს დაემატა 9,722 ახალი მოსახლე რომელთა ასაკი 25-დან 34-მდეა, უმეტესობას მიღებული აქვს 4 წლიანი უმაღლესი განათლება.[6] 2008 წლიდან სულ რაღაც 2 წელიწადში კრიზისის პერიოდში ქალაქში 45 რესტორანზე მეტი გაიხსნა.[7]
ატლანტა ასევე არის ბიოტექნოლოგიის სამშობლო, ქალაქი ცდილობს სახელი მოიხვეჭოს ისეთი მოვლენებით როგორიცაა "2009 წლის საერთაშორისო ბიო კონვენცია", რომელიც 2009 წელს ჩატარდა ატლანტაში სადაც მეცნიერებმა იმსჯელეს ბიოტექნოლოგიის გამოყენებაზე[8]
დაძმობილებულია მსოფლიოს 19 ქალაქთან, მათ შორის თბილისთან.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო