დეტროიტი (ინგლ. Detroit, ფრანგულიდან détroit — სრუტე) — ქალაქი აშშ-ის ჩრდილოეთში, მიჩიგანის შტატში. მდებარეობს შტატის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, მდინარე დეტროიტზე, კანადის საზღვართან.
დაარსდა 1701 წლის 24 ივნისს ფრანგი ვაჭრების მიერ. ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ავტოსამშენებლო ცენტრია. მოსახლეობა 677.116 ათას ადამიანს შეადგენს (2015), აგლომერაციით — 4.4 მილიონს.
რესურსები ინტერნეტში
- ↑ http://www.census.gov/quickfacts/table/PST045215/2622000