საქალაქო აგლომერაცია (ლათ.agglomero, „ვუერთებ“) — დასახლებული პუნქტების, მეტწილად ქალაქური ტიპის, კომპაქტური დაჯგუფება, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება რთულ მრავალკომპონენტურ დინამიკურ სისტემაში ინტენსიური საწარმოო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირებით.
ანსხვავებენ მონოცენტრისტულ (ერთი მსხვილი ქალაქი-ბირთვის გარშემო ფორმირებული, მაგ. თბილისის აგლომერაცია) და პოლიცენტისტულ აგლომერაციებს (რომელთაც რამდენიმე ქალაქი-ბირთვი აქვთ, მაგ. რურის აუზში ქალაქების დაჯგუფება გერმანიაში).
გაერთიანების მთავარი კრიტერიუმებია:
მასიური სამსახურებრივი, საგანმანათლებლო, საყოფაცხოვრება, კულტურული და რეკრეაციული მგზავრობები;
1,5 საათის ფარგლებში დანიშნულების ადგილის მისაწვდომობა ტრანსპორტის კორიდორების გასწვრივ (რკინიგზა, ავტოგზა და მდინარე);