ფრანცისკო ვასკეს დე კორონადო

კორონადოს მოგზაურობის მარშრუტი

ფრანცისკო ვასკეს დე კორონადო (Francisco Vázquez de Coronado y Luján ; დაახ. 1510, სალამანკა — 1554 წლის 22 სექტემბერი, მეხიკო) — პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დადგა აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე და აღმოაჩინა კლდოვანი მთები და დიდი კანიონი.

ბიოგრაფია

სალამანკის მკვიდრი კორონადი ახალ ესპანეთში ჩამოვიდა 1535 წელს. მაშინ ახალი ესპანეთის ვიცე-მეფე იყო ანტონიო დე მენდოსა. კორონადომ ინდიელების აჯანყებების ჩახშობით საკუთარ თავს რეკომენდაცია გაუწია და 1538 წელს მიიღო ახალი გალისიის (მექსიკის ჩრდილო-დასავლეთი) გუბერნატორის წოდება. 1539 წელს ჩრდილოეთის მიწების გამოსაკვლევად გაუშვა მარკოს დე ნისა, რომელმაც, როდესაც დაბრუნდა, ესპანელები დაარწმუნდა სიბოლას შვიდი ქალაქის (Ciudades de oro) ზღაპრული სიმდიდრის შესახებ. ეს განძი ნიუ-მექსიკოს ტერიტორიაზე მცხოვრები ზუნის ხალხის ქვეყანაში იყო. შესაძლოა, ამ ჭორებს საფუძვლად აცტეკების ლეგენდები უდევს.

„კორონადო ჩრდილოეთით მიდის“, ფრედერიკ რემინგტონის სურათი (1861-1906).

კორონადო ჩრდილოეთის მიწების დაპყრობის სურვილით აენთო და შეაგრივა ექსპედიცია, რომელიც შედგებოდა 320 ესპანელისა (250 მხედარი და 70 ქვეითი ჯარისკაცი) და რამდენიმე ასეული ინდიელისგან. ექსპედიციაში ასევე შედიოდა ორი ხომალდი, რომლებსაც ერნანდო დე ალარკონა მეთაურობდა. ამ ექსპედიციით კორონადო მატერიკის დასავლეთ სანაპიროს გამოსაკვლევად წავიდა.

1540 წლის ივლისში კორონადომ მიაღწია ქალაქ სიბოლას. ტუზელები მას მტრულად შეხვდნენ და კონკისტადორმა ქალაქის აღება გადაწყვიტა. ტუზელები მიხვდნენ მის განზრახვას და ზუნის ჯარი ქალაქიდან ველზე გადმოვიდა. კორონადომ ინდიელები სასტიკ ბრძოლაში გაანადგურა და მათ ქალაქისკენ დაიხიეს. ესპანელები მათ დაედევდნენ და სიბოლაში შეიჭრნენ. თქმულებები ქალაქის წარმოუდგენელი სიმდიდრის შესახებ ზღაპარი აღმოჩნდა. „აქ ჩვენ ვნახეთ ის, რასაც იმ დროისთვის ოქროსა და ვერცხლზე მეტად აფასებდნენ: ბევრი სიმინდი, ლობიო და ქათამი, რომლებიც იყვნენ ახალ ესპანეთში მოყვანილებზე უფრო დიდები, უკეთესები და ყველაზე თეთრები, რაც კი ცხოვრებაში მინახავს“, — იხსენებდა ფრანცისკო დე კორონადო.

ფრანცისკო ვასკეს დე კორონადო.

1540 წლის აგვისტოში ალარკონმა შესცურა კალიფორნიის ყურეში, სადაც აღმოაჩინა მდინარე კოლორადოს დასაწყისი. გარსია ლოპეს დე კარდენასას რაზმი მივიდა არიზონამდე, სადაც ევროპელებ შორის პირველმა იხილა დიდი კანიონი. მოგვიანებით, შემოდგომაზე კორონადოს რაზმები შეერთდა რიო-გრანდეში (თანამედროვე სანტა-ფეს სიახლოვეს) და იქვე გაჩერდა.

ტუზელების დამარცხების შემდეგ, გაზაფხულზე, ესპანელები გამოვიდნენ ტეხასურ კანიონ პალო-დუროდან. იქ მას გაჩერება მოუწია, რადგან კორონადო 30 მხედართან ერთად გაემგზავრა ჩრდილოეთით (კანზასში), თავისი განძით სახელგანთქმული კვივირას საძებნად. რამდენად შორს წავიდა ის ჩრდილოეთით, უცნობია: შესაძლოა, გადალახა არკანზასის მდინარე და მიაღწია მისურის. ოქროს ნაცვლად ესპანელებმა არაფრით გამორჩეული ინდიური სოფლები იხილეს.

1542 წელს განძის ძებნაში დახარჯული ხარჯებით გაკოტრებული კორონადო ახალ გალისიაში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მოუწია უპასუხისმგებლობისა და ავანტიურიზმის გამო აუდიენციის წინაშე წარდგომა, მან სიკვდილის ბოლომდე შეინარჩუნა ადგილი მეხიკოს საბჭოში.

საინტერესო ფაქტები

ვესტ-ინდოეთის პეიზაჟი, დაახ. 1545 წ. კორონადოს ექსპედიციით შთაგონებით დახატული. იან მოსტარტი.
  • კორონადოს სახელი ჰქვია მთას (ინგლ. Coronado Heights) არც თუ ისე შორს ქალაქ ლინდსბორგიდან (კანზასი) — ადგილი, სადაც ლეგენდის თანახმად, კორონადომ უარი თქვა ოქროს ძიების გაგრძელებაზე და მექსიკაში დაბრუნდა.
  • ფილმი „ინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“ იწყება სცენით, სადაც ახალგაზრდა ინდიანა ცდილობს იუტაში დაეპატრონოს ჯვარს, რომელიც ოდესღაც კორონადოს ეკუთვნოდა.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!