კუსკატლანი

კუსკატლანის კულტურის გავრცელების არეალი სალვადორის ტერიტორიაზე

კუსკატლანი (ესპ. El Señorío de Cuzcatlán) — კოლუმბამდელი პერიოდის სახელმწიფო თანამედროვე სალვადორის ტერიტორიაზე, მდინარე პასიდან მდინარე ლემპამდე.

კუსკატლანი ტოლტეკების მიწიდან გადმოსახლებული ნაუატლის ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის მიერ IX - X სს. მიჯნაზე დაარსდა. კულტურულად ისინი წარმოადგენდნენ ადრეული აცტეკური და მაიას კულტურების ნაზავს.

კუსკატლანი საბოლოოდ, 1524 წელს პედრო დე ალვარადოს ჯარმა დაიპყრო. კუსკატლანის მაცხოვრებლების თანამედროვე შთამომავლები პიპილები არიან.

ხელნაწერები, კოდექსები და სხვ. არ შემორჩენილა, თუმცა ესპანელი მემატიანეები — ხუაროსი, პალასესი, ლოსანი და სხვები — ამტკიცებენ, რომ ისინი არსებობდა.

კუსკატლანის მმართველები

  • კუაჩიმიკინი (Cuachimicín)
  • ტუტეკოციმიტი (Tutecotzimit)
  • პილგუანსიმიტი (Pilguanzimit)
  • ტონალტუტი (Tonaltut)
  • ატლაკატლი (Atlacatl) (? – 1528)

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!