დავით ბაშალეიშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1963, თბილისი — გ. 23 მარტი, 2013) — ქართველი გეოლოგი, პოლიტიკოსი.
1987 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი. 1990-1992 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტში. 1994-1996 წლებში იყო ქ. თბილისის ვიცე-პრემიერი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ მწვანეების პარტია“. პრივატიზაციის ქვეკომისიის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
რესურსები ინტერნეტში