ავთანდილ ენუქიძე (დ. 13 დეკემბერი, 1954[1]) — ქართველი პოლიტიკოსი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[2] პარტიის მიერ პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, 2021 წლის იანვარში პარტიული სიის პირველი სამი ნომრის (ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე) ადგილმონაცვლე დეპუტატებთან ერთად (ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე) შევიდა პარლამენტში, რითაც გაემიჯნა პატრიოტთა ალიანსს და სხვებთან ერთად გამოაცხადა ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ შექმნის შესახებ.[3][4]
ბიოგრაფია
1971-1972 წლებში იყო თბილისის ტყავსაგალანტერო ფაბრიკის მუშა. 1973-1978 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი. 1978-1983 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის თანამშრომელი, კომკავშირის მდივანი. 1983 წელს იყო კომკავშირის ცკ-ის კომისარი. 1983-1985 წლებში იყო კომკავშირის ლენინის რაიკომის პირველი მდივანი. 1985-1988 წლებში იყო სალოკომოტივო დეპოს პარტიული კომიტეტის მდივანი. 1988-1990 წლებში იყო რკინიგზის თბილისის კვანძის პარტიული კომიტეტის მდივანი. 1990-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო