საკეცია — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ზნაკვის თემი), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ზნაკურის შესაყართან. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 7 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონი „საკეცის“ სახელით მოიხსენიებს.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 196 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
272 |
130 |
142
|
2014[1] |
196 |
94 |
102
|
ლიტერატურა
სქოლიო