აგარა[2] — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭელიაღელის თემში. მდებარეობს მდინარე ხოტეურას სათავეში. ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. ამბროლაურიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჭელიაღელიდან 1 კმ. სოფელში ორი ეკლესიაა — აგარის წმინდა გიორგის, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.
აგარაში ძირითადად შემდეგი გვარის წარმომადგენლებები სახლობენ აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძილაძეები.
მოსაზღვრე სოფლებია: ჭელიაღელე, უყეში, თლუღი და ხოტევი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
164 |
73 |
91
|
2014[1] |
101 |
47 |
54
|
ლიტერატურა
სქოლიო