ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ველევს, ველევის მთას და ველევი-საღორის მთას ასახელებს რაჭის ქედის იმ მთებს შორის, რომლებიც გამოყოფს რაჭასოკრიბისაგან. სოფელ ველევს იხსენიებს XVIII საუკუნის მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი. სოფელში იდგა გვიანდელი შუა საუკუნეების წმ. სამების დარბაზული ეკლესია, რომელიც 1991 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა. სოფელს ჩრდილო-დასავლეთით აკრავს გაბუნის კლდე, რომლის თავზე მდებარეობს ველეულის ხეობის მთავარი სალოცავი — წვერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 95 ადამიანი.