ზედა თლუღი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემი), მდებარეობს საწალიკის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 1150 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1544 წელს. შემორჩენილია ფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესია და ციხის ნანგრევები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 40 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
72 |
34 |
38
|
2014[1] |
40 |
21 |
19
|
ლიტერატურა
სქოლიო