გორისუბანი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ბუგეულის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარეების შარეულისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მ სიმაღლეზე, ამბროლაურიდან დაშორებულია 17 კმ-ით. სოფელში დგას XI საუკუნის I ნახევრის წმინდა ბარბალეს ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
71 |
31 |
40
|
2014[1] |
36 |
18 |
18
|
ლიტერატურა
სქოლიო