ზემო კრიხი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. სოფლის განაპირას აღმართულია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მთავარანგელოზთა ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
36 |
18 |
18
|
2014[1] |
30 |
15 |
15
|
ლიტერატურა
სქოლიო