ნამანევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა შავრა, თხმორი, ხონჭიორი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი. სოფლის თავდაპირველი სახელწოდებაა ნამარნევი, წყაროებში პირველად მოიხსენიება 1691 წელს.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
56 |
30 |
26
|
2014[1] |
32 |
15 |
17
|
ლიტერატურა
სქოლიო