გოგოლეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ცახი),
მდებარეობს მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 740 მეტრი, ამბროლაურიდან 28 კილომეტრი. სოფლის მიდამოებში, შარეულის ხეობის მარჯვენა, დამრეცი ფერდობის თავში არის კარსტული მღვიმე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
236 |
|
|
1911[3] |
297 |
|
|
2002[4] |
36 |
18 |
18
|
2014[1] |
15 |
7 |
8
|
ლიტერატურა
სქოლიო