ვაზისუბნის წითელი, ურიათუბნის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
სახელწოდება მიღებული უნდა პქონდეს იმ ადგილიდან, რომელშიც თავიდანვე იყო გავრცელებული. 1951 წლამდე გურჯაანის მინიციპალიტეტში მდებარე სოფელ ვაზისუბანს ურიათუბანი ერქვა.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი სამ-ხუთნაკვთიანი ან თითქმის მთლიანია. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია, მაგრამ ქვედა იარუსის ფოთლები ჯაგრისებრად საკმაოდ სქლადაა დაფარული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი. მტევანი საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი-ლურჯი, თითქმის შავი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული, რბილობი წვნიანია.
ვაზისუბნის წითელი ძლიერი ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მუა რიცხვებში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 119
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|