დონდღლაბი

დონდღლაბი, დონდღლაბი მჭკნარა, მჭკნარა დონდღლაბიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში შუა და ზემო იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმის, ხუთ-ნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად არის შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო სიდიდის, კონუსური, ზოგჯერ მხრიანი. მისი მხარი ხშირად მტევნის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსისაა, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით შესამჩნევად დაფარული. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. იმერეთში ყურძენი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში მწიფდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე შეადგენს 162-168 დღეს. მტევნის საშუალო წონა 160-170 გრამია. მისი საჰექტარო მოსავლიანობა კი საშუალოდ 10.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, მჟავიანობა — 7.6-9.3 გ/ლ-ს.

დონდღლაბის ღვინო ღია მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ ექსტრაქტული და ჰარმონიული. მისი გამოყენება ხდება ციცქასთან და ცოლიკოურთან კუპაჟში მაღალხარისხიანი თეთრი ღვინის მისაღებად. ხოლო ცალკე — უალკოპოლო ყურძნის წვენისა და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 108

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!