ვარდისფერი ყურძენი — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
მოძიებულია 1932 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი პატარა ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ძლიერ დანაკვთული, ხუთი, შვიდი და იშვიათად ცხრანაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, მისი სიგრძე 25 სანტიმეტრს აღწევს, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის და საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, სრული სიმწიფის დროს თითქმის შავი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი მდნარი და წვნიანი აქვს, წვენი მეუფერავია, გემო — ტკბილი.
ვარდისფერი ყურძენი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 128-133 დღეა. ყურძენი სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6.8 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად, სუფრის ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად და საკუპაჟე ღვინომასალად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 125
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|