აჟხჰვატა (აფხ. Ажьышҳәаҭа[1]), აჟიხვატა, აჟშხვატა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საკმაოდ დიდი ზომისაა, მომრგვალო, სუსტად დანაკვთული, სამნაკვთიანი, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განიერ-კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მტევანში დაახლოებით 5% განუვითარებელი მარცვალია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ნაკლებად წვნიანია და მდნარი, ოდნავ შესამჩნევი სასიამოვნო გემოთი.
აჟხჰვატა საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტობრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 182 დღეა. მტევნის წონა 150-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 6.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.2 გ/ლ-ს.
ძირითადად მიიღება სუფრის თეთრი ღვინო, რომელიც ხასიათდება სპირტის საკმაო შემცველობით და ენერგიულობით. აჟხჰვატას ღვინო უახლოვდება ნახევარტკბილ ღვინო „ტვიშს“.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 43
სქოლიო
- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|