აფსუაჟი

აფსუაჟი (აფხ. Аԥсуажь[1] — „აფხაზური ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის აქვს, მომრგვალო ან მცირედ ოვალური. შავი ფერის. რბილობი წვნიანია, წვენი ოდნავ შეფერილი.

ვაზი საშუალო ზრდისაა, საჰექატრო მოსავლიანობა საშუალოდ 5 ტონაა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.

აფსუაჟისაგან მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 52

სქოლიო

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!