ნაცარა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
სახელწოდება მიღებული აქვს უხვი ცვილისებრი ფიფქის გამო, რომელიც სრულ სიმწიფეში მესულ მტევამს ნაცრისფერ ელფერს აძლევს.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი კვერცხისებური ფორმის და საშუალო ან პატარა ზომისაა. ყვავილი ორსქესიანია. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია ან სუსტი ჯაგრისებრი შებუსვითაა. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, მკვრივი ან საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ან მუქი წითელი. თხელკანიანია. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი — შეუფერავი.
ნაცარას სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 159 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველი ნახევრიდან შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. მტევნის წონა საშუალოდ 77 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-28%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-9 გ/ლ-ს.
ნაცარას ყურძენი გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 278
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|