აწისიჟი (აფხ. Аҵысыжь/Аҵсжь[1] — „ჩიტის ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო, მოყავისფრო-მოლურჯო.
აწისიჟი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5-18.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-10 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 57
სქოლიო
- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|