დონდღლაბი მწვანე — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მწვანე, კანი მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი.
დონდღლაბი მწვანე საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით 173 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.
მიიღება საკმაოდ ხალისიანი სუფრის თეთრი ღვინო.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 108
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|