^ ფარერული დანიურთან ერთად ფარერის კუნძულების ოფიციალური ენაა. გრენლანდიური გრენლანდიის ერთადერთი ოფიციალური ენაა. გერმანული სამხრეთ დანიაში აღიარებულია უმცირესობების დაცულ ენად.
ბ.
^ ფარერის კუნძულები 1948 წლის 24 მარტს პირველი თვითმმართველი ტერიტორია გახდა. ასევე გრენლანდიამ 1979 წლის 1 მაისს მიიღო ავტონომია.
დანიის სამეფო არის საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქია, რომლის მთავრობის ადგილსამყოფელია ქვეყნის დედაქალაქი კოპენჰაგენი. დანია უნიტარული სახელმწიფოა, თუმცა საკუთარი შიდა საკითხების მოგვარების უფლება ცენტრალური მთავრობის მიერ დელეგირებულია გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მოსახლეობისადმი. ამგვარ წყობილებას დანიაში უწოდებენ rigsfælleskabet (რაც ქართულად ითარგმნება როგორც დანიის სამეფო. ფარერის კუნძულების სტატუსი განსაზღვრულია როგორც ადამიანთა საზოგადოება სამეფოს შიგნით, ხოლო გრენლანდიის მოსახლეობა - დამოუკიდებელი ერი თვითდამკვიდრების უფლებით.[7][8]
დანიის ისტორია მნიშვნელოვნად არის განპირობებული მისი ადგილმდებარეობით ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებს შორის, რაც გულისხმობდა გერმანიისა და შვედეთის მიერ ბალტიის ზღვის გაკონტროლებების მცდელობების ეპიცენტრში ყოფნას, რადგანაც კილის არხის გათხრამდე ბალტიის ზღვაში მხოლოდ სამი მომცრო არხის — დანიის კარიბჭეების მეშვეობით შეიძლებოდა გადასვლა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანია ედავებოდა შვედეთსა და ნორვეგიას სკანიის ტერიტორიას, ხოლო ჰანზის კავშირს — შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოებს. საბოლოოდ დანიამ წააგო ორივე კონფლიქტი, რის შედეგადაც სკანია დარჩა შვედეთს, ხოლო შლეზვიგ-ჰოლშტაინი გერმანიის იმპერიას. რაც შეეხება დომინიონებს, დანიამ მიიერთა გრენლანდია და ფარერის კუნძულები 1814 წელს, დანია-ნორვეგიის ერთიანი სამეფოს მოშლის შემდეგ, თუმცა დანიის მონარქი (რომელიც ასევე გაერთიანებული სახელმწიფოს მონარქიც იყო) ფლობდა კოლონიებს XIV საუკუნიდან. როგორც ფარერის კუნძულები, ასევე გრენლანდია გახდნენ დანიის სახელმწიფოს ნაწილი XX საუკუნეში, თუმცა მიიღეს შიდა საკითხების გადაწყვეტის უფლება 1948 და 1979 წლებში.
ოფიციალური: ქართულად - დანიის სამეფო; დანიურად - Kongeriget Danmark.
ეტიმოლოგია - წარმოსდგება სიტყვებისაგან dhen - „დაბალი“ ან „ბრტყელი“ და გერმანული mark - „სანაპირო რაიონი“. სხვაგვარად dan სატომო სახელია და შესაბამისად Danmark - „დანების ტომის სასაზღვრო ველი“.
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - იდინგ-სკოვი 173 მ; უდ. მდინარე (კმ) - გუდენა 158; მთ. ტბები - ნისუმ-ფიორდი, არესი; მთ. კუნძულები (კვ.კმ) - ზელანდია 7450, ფიუნი 3485, ლოლანი 1244, ბორნჰოლმი 588; კლიმატი - ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, თევზი, მარილი, კირქვა, ქვა, ხრეში და სილა.
სახელმწიფო
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - დანიის მეფეები შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგთა დინასტიიდან არიან. მე-20 საუკუნეში მეფობდნენ: კრისტიან IX (1863-1906), ფრედერიკ VIII (1906-1912), კრისტიან X (1912-1947), ფრედერიკ IX (1947-1972), დედოფალი მარგრეტე II (MARGRETHE II) 1972-დან.
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ჰელე თორნინგ შმიდტი (2011წლის 3 ოქტომბრიდან).
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ფოლკეტინგი (179 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა - 5 რეგიონი (regioner), 98 კომუნა (komunne), 2 ქალაქი (amtskomunes - კოპენჰაგენი და ფრიდერიკსბერგი) და 2 ავტონომიური ტერიტორია (ფარერები, გრენლანდია).
დანიის ყოფილი სამფლობელოები: ისლანდია (930-1944 წლებში), დანიის ანტილები (1672-1733), დასავლეთ ბენგალიაში - ტრანკებარი და სერამპური (1618-1845), ნიკობარის კუნძულები (1756-1789), განაში - კრისტიანბორგი, ფრიდენბორგი და სხვა ტერიტორიები (1699-1850).
მსოფლიო ბანკის თანახმად, დანიას ევროკავშირში ყველაზე თავისუფალი შრომითი ბაზარი აქვს. დამსაქმებელს მუშის ქირაობა და დათხოვნა შეუძლია მაშინ, როცა მოესურვება; სამსახურებს შორის, უმუშევრობის კომპენსაცია საკმაოდ მაღალია. მსოფლიო ბანკი დანიას ევროკავშირში ბიზნესის ყველაზე ადვილად კეთების ადგილად მიიჩნევს. ბიზნესის წამოწყება შესაძლებელია რამდენიმე საათში, ძალიან დაბალ ფასად.[17] დანიას კომპანიების დაბეგვრის საკმაოდ კუნკურენტუნარიანი მაჩვენებელი, 25 % აქვს.[18] საგადასახადო სისტემა მტკიცედ ეფუძნება 25 %-იან დამატებითი ღირებულების გადასახადს, ასევე საშემოსავლო და სხვა გადასახადებს. 2011 წელს გადასახადების ზღვრული მაჩვენებელი 46 % იყო.[19]
დანიის მოქალაქეთაგან 2,9 მლნ ადამიანი ეკონომიკურად აქტიურია. დანიას მსოფლიოში მესამეული განათლების მქონეთა მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია.[20]2009 წელს, მშპ საათში მუშაობისათვის მე-13 ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დანიაში ყველაზე დაბალია ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი,[21] IMF-ის თანახმად კი ყველაზე მაღალია სახელფასო მინიმუმი.[22]2010 წლისთვის, უმუშევრობის მაჩვენებელი 7,4 % იყო, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (9,6 %) დაბალია.[23]
წამყვანი დარგები - ლითონგადამუშავება, გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, კვების მრეწველობა.
კოპენჰაგენი — როზენბერგის ციხე-მუზეუმი (XVII ს.), სადაც განთავსებულია დანიის სამეფო ძვირფასეულობის, ავეჯისა და იარაღის კოლექცია, XII ს-ის ტაძარი, შარლოტენბურგისა და ფრედენსბორგის სასახლეები, ტივოლის პარკი;
ოდენსე (ჰ.ქ. ანდერსენის სამშობლო) — XIII ს-ის ტაძარი;
↑Lov om Færøernes Hjemmestyre(დანიური). Retsinformation.dk. "§ 1. Færøerne udgør inden for denne Lovs Rammer et selvstyrende Folkesamfund i det danske Rige. I Henhold hertil overtager det færøske Folk ved sin folkevalgte Repræsentation, Lagtinget, og en af dette oprettet Forvaltning, Landsstyret, inden for Rigsenheden Ordningen og Styrelsen af færøske Særanliggender som angivet i denne Lov."
↑Lov om Grønlands Selvstyre(დანიური). Retsinformation.dk. "I erkendelse af, at det grønlandske folk er et folk i henhold til folkeretten med ret til selvbestemmelse, bygger loven på et ønske om at fremme ligeværdighed og gensidig respekt i partnerskabet mellem Danmark og Grønland.
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა.
2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური.