ლარს ულრიხი

ლარს ულრიხი

ლარს ულრიხი 2013 წელს, San Diego Comic-Con
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1963 (1963-12-26) (60 წლის)
დაბ. ადგილი Gentofte[1]
წარმოშობა გენტოფტი, დანია
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი
საქმიანობა დრამერი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1981-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Elektra, Megaforce
საიტი metallica.com
ლარს ულრიხი ვიკისაწყობში

ლარს ულრიხი (დ. 26 დეკემბერი 1963, გენტოფტი, დანია) — დანიელი დრამერი, ამერიკული მძიმე მეტალ-ჯგუფ მეტალიკის თანადამაარსებელი. ლარსი დაიბადა გენტოფტში საშუალო კლასის ოჯახში 1963 წლის 26 დეკემბერს.[2] ჩვიდმეტი წლის ასაკში ლარსის ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. აქ მან განაცხადა ადგილობრივ გაზეთში The Recycler, შეხვდა ჯეიმზ ჰეტფილდს და მათ ჩამოაყალიბეს მეტალიკა.

ბიოგრაფია

მამამისი, ტორბენ ულრიხი, გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი ჩოგბურთელი, მუსიკოსიც იყო, ფლობდა პატარა ჯაზ-კლუბს და უკრავდა ისეთი გიგანტების გვერდით, როგორებიც იყვნენ სტენ გეტსი და მაილს დეივისი. ლეგენდარული საქსოფონისტი დექსტერ გორდონი ლარსის ნათლიაა.

1973 წლის თებერვალში ლარსის მამამ იშოვა ხუთი ბილეთი თავისი ხუთი მეგობრისთვის Deep Purple-ის კონცერტზე, რომელიც უნდა ჩატარებულიყო კოპენჰაგენის სტადიონზე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მეგობარი ვერ მიდიოდა კონცერტზე და ბილეთი 9 წლის ლარს შეხვდა. Deep Purple-ის კონცერტის შემდეგ ლარსმა გაიგო, მუსიკა როგორი შეიძლება არსებობდეს. Deep Purple-მა ლარსის სამყარო შეცვალა. მას ისეთი შთაბეჭდილებები დარჩა კონცერტიდან, რომ მეორე დღესვე იყიდა ალბომი „Fireball“. 3 წლის შემდგომ, 12 წლის ასაკში, დაითანხმა ბებია ეყიდა მისთვის დასარტყმელი საკრავების პირველი კომპლექტი.

ლარსის ბავშვობის გატაცება იყო ჩოგბურთი და დანიაში საკმაოდ წარმატებულ ახალგაზრდა ჩოგბურთელად ითვლებოდა. თუმცა, თანდათან მუსიკა უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩოგბურთზე. ლარსისთვის ამერიკაში გადასვლის მიზანი იყო ჩოგბურთის თამაში, მაგრამ იქ ლარსი უბრალოდ ერთი რიგითი ჩოგბურთელი აღმოჩნდა და არა ყველასათვის ცნობილი მოთამაშე, როგორიც ის მშობლიურ დანიაში იყო. მალე ჩოგბურთი ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა ლარსისთვის, იგი გახდა მსხვერპლი სამხრეთ კალიფორნიის თავაშვებული გართობებისა: სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი... ლარსის ვნება მუსიკის მიმართ გაიზარდა, მან დაიწყო ვაჭრობა აუდიო კასეტებით, რათა მიეღო მეტალის საყვარელი ჩანაწერები ევროპიდან.

1980 წელს ლარსმა მოისმინა ჯგუფ დაიმონდ ჰედის დებიუტი და ისე მოიხიბლა, რომ ჯგუფს აღარ შორდებოდა. 1981 წლის ივნისში ლარსი ჩაფრინდა ინგლისში მისი ფავორიტი ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად. თუმცა აღმოჩნდა, რომ ლარს თავისი მგზავრობა დეტალურად არ დაუგეგმავს და საღამოსთვის წასასვლელი არსად ჰქონდა. მან მოახერხა ჯგუფთან შეხვედრა კულისებში და აუხსნა, თუ რა მანძილის დაფარვა მოუხდა, რომ მათ კონცერტს დასწრებოდა. ჯგუფმა თბილად მიიღო იგი და მთავარმა გიტარისტმა ბრაიან ტატლერმა დართო ნება თავისთან დარჩენილიყო ბირმინგემში,[3] სადაც ლარსმა გაატარა შემდგომი რამდენიმე კვირა ჯგუფთან ერთად. ლარსი ახლაც დიდი ფანია ჯგუფის და დაეხმარა კიდეც მათი ერთ-ერთი ალბომის, The Best of Diamond Head მიქსიში.

კალიფორნიაში დაბრუნებული, შეხვდა თავის მეგობარს ბრაიან სლაიჯელს, რომელიც ეძებდა ჯგუფებს, რათა ჩაეწერა ნაკრები მისი ხმის ჩამწერი ფირმისთვის Metal Blade records. ლარსმა დაარწმუნა იგი, შეეტანა ამ კრებულში მეტალიკის სადებუიტო სიმღერაც. ინგლისში გამგზავრებამდე ლარსმა დაუკრა ჯეიმზ ჰეტფილდთან ერთად. ეს ცდა არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ ამჯერად მას ჰქონდა მიზანი: ადგილი ალბომში.

ამრიგად, ლარსმა მაინც აიხდინა ბავშვობის ოცნება, გამოსულიყო უიბლდონზე, მხოლოდ ცოტათი განსხვავებული პროფილით წარდგა მაყურებლის წინაშე.

დანიაში 2017 წლის 26 მაისს ლარსს დედოფალმა მარგრეტემ მიანიჭა რაინდის ჯვარი.[4]

სტილი

ლარს ულრიხი 2008 წელს

ულრიხის დაკვრის სტილმა მისი კარიერის განმავლობაში ცვლილებები განიცადა. 1980-იან წლებში ლარსი ცნობილი იყო სწრაფი, აგრესიული და კომპლექსური თრეშის რიტმებით. ხშირად იყენებდა კონტრაბასის ტექნიკას, რაც მეტად პოპულარული გახდა მძიმე მეტალ-დრამერებში. ამ სწრაფსა და რთულ რიტმებს საუკეთესოდ წამოაჩენს „Battery“ (Master of Puppets), „Damage, Inc.“ (Master of Puppets), „Blackened“ (...And Justice for All) და „Dyers Eve“ (...And Justice for All). 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში ლარსმა გაამარტივა თავისი დაკვრის სტილი, რათა მორგებოდა ჯგუფის სტილს. გამარტივება ლარსმა დაიწყო შავი ალბომის გამოშვებიდან და უხეშად დაამთავრა St. Anger-ით. მეტალიკის ბოლო ალბომით Death Magnetic ულრიხი მოკრძალებულად დაუბრუნდა 80-იანების სტილს, სადაც იგი უფრო რთულ და სწრაფ რიტმებს უკრავდა, ვიდრე 90-იანებში. ეს ცვლილებაც ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

პირადი ცხოვრება

ულრიხმა ორჯერ იქორწინა. პირველად ინგლისელ დები ჯოუნსზე 1988 წელს, რომელიც ტურნეს დროს გაიცნო. მათმა ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა: 1990-ში წყვილი დაშორდა ერთმანეთს. მეორე ქორწინებამ სკაილარ სატენსტეინთან 7 წელი გასტანა: 1997-დან 2004 წლამდე. ორი ვაჟი ეყოლათ - მაილზი (დაბ. 5 აგვისტოს, 1998) და ლეინი (დაბ. 6 მაისს, 2001). ულრიხი და სატენსტეინი დაშორდნენ 2004 წლის მარტში. ლარსი 2003 წლიდან ხვდება დანიელ მსახიობს კონი ნილსენს. 2007 წლის 21 მაისს მათ შეეძინათ მათი პირველი შვილი - ბრიუს თადეუს ულრიხ-ნილსენი, რომელიც სან-ფრანცისკოში დაიბადა.[5] კონის სხვა შვილიც ჰყავს, სებასტიანი (დაბ. 1990).

ულრიხი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერიცაა. მამამისიც ხელოვნებისა და ფერწერის დიდი მოყვარული იყო, ასე რომ ლარსი გაიზარდა მუსიკისა და ნახატების გარემოცვაში და ორივე მათგანი ყოველთვის მისი ცხოვრების ნაწილი იყო. მეტალიკის ტურნეების დროს ყოველთვის პოულობდა დროს, დაეთვალიერებინა მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები. 2002 წლის ინტერვიუში ლარსი ამბობს:

ვიკიციტატა
„ისეთი შეგრძნება მქონდა, დავიკარგებოდი ფერწერის სამყაროში და მოვშორდებოდი მუსიკის სამყაროს. ეს გახდა ჩემთვის დიდებული დასამალი ადგილი.“

როდესაც ლარსი და მეტალიკის დანარჩენი წევრები მიიწვიეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ულრიხი იყო პირველი დანიელი, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად.

დისკოგრაფია

ლიტერატურა

  1. სტეფან ჩირაზი და მეტალიკა (2004). So What!: The Good, The Mad, and The Ugly. Broadway. ISBN 0767918819. 

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Lars Ulrich - Trommeslager og stifter af Metallica - lex.dk — 2023.
  2. Scaggs profile, Austin (September 2, 2004). „Lars Ulrich profile“. Rolling Stone. Straight Arrow Publishers (956): 64. ISSN 0035-791X.
  3. Galaway Advertiser, The Week, ივნისი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-07. ციტირების თარიღი: 2010-04-08.
  4. Metallica’s Lars Ulrich Knighted In Native Denmark. CBS Denver. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 14 June 2017.
  5. „METALLICA Drummer LARS ULRICH, Girlfriend CONNIE NIELSEN Expecting“. Blabbermouth.net. 6 დეკემბერი, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2006-11-18. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!