„Mama Said“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეოთხე სინგლი და მეთერთმეტე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load. სინგლის სახით გამოვიდა 1996 წლის 25 ნოემბერს.[1]
კომპოზიცია და საკონცერტო შესრულება
სიმღერა არ განეკუთვნება მეტალიკის სიმღერებში გაბატონებულ სტილს, მეტალს: მასში შეზავებულია ქანთრი მძიმე როკთან.
Mama Said არასდროს შედიოდა მეტალიკის საკონცერტო სიმღერების სიაში. თუმცა, ჰეტფილდმა შეასრულა ეს სიმღერა ცოცხლად ერთი ფოლადის სიმებიანი აკუსტიკური გიტარის გამოყენებით დასარტყმელი საკრავებისა და ბას-გიტარის თანხლების გარეშე.[2] მან ასევე შეასრულა ეს სიმღერა ქანთრის მომღერალ ჯესი კოლტერთან ერთად CMT-ს Outlaw Concert-ზე, სადაც მან შეასრულა ასევე ვეილონ ჯენინგსის ქავერი Don't You Think This Outlaw Bit Done Got Out of Hand.
დემო
ჯეიმზმა ეს სიმღერა დაწერა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და მის ალბომში შეტანას არც გეგმავდა. შემთხვევით მეტალიკის სხვა წევრებმაც მოისმინეს, როგორ მღეროდა ჯეიმზი ამ სიმღერას და ისე მოეწონათ, რომ დაითანხმეს იგი, ჩაეწერათ ალბომისთვის Load. დემო ჩაიწერა 1995 წლის 14 აპრილს ჯეიმსისა და ლარსის მიერ ლარსის სახლში მოწყობილ სტუდიაში Dungeon.[2]
მნიშვნელობა
ტექსტი, დაწერილი ჯეიმზ ჰეტფილდის მიერ, ასახავს კაცს ან ბიჭს, რომელიც ცდილობს იპოვოს საკუთარი გზა ცხოვრებაში დედისგან შორს. სიმღერა დაწერილია თითქმის უშუალოდ ჰეტფილდის ურთიერთობებზე დედამისთან, რომელიც სიმსივნეთი გარდაიცვალა. სიმღერაში გადმოცემულია ჯეიმზის მწუხარება იმის გამო, რომ ვერ შეძლო მეტი დროის გატარება დედასთან და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. იგი იმედოვნებს, რომ დედას კვლავ ეყვარება იგი, როცა ისინი შეხვდებიან.[2][3][4]
2008 წლის დეკემბერში ჟურნალისთვის Mojo magazine მიცემულ ინტერვიუში ჰეტფილდმა აღნიშნა:
|
„ეს [დროის] მფლანგველი შვილის სიმღერაა, რომელიც მიდის, შემდეგ ბრუნდება, მაგრამ უკვე ძალიან გვიან არის. ახლა მას უკვე ვეღარ დაელაპარაკები...“
|
|
|
და იქვე დასძინა:
|
„ეს იყო იმის გაცნობიერება, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. „მე მინდა გითხრა ეს. მე მინდა გკითხო ეს.“ მაგრამ შენ უკვე აღარ შეგიძლია. [4]“
|
|
|
მუსიკალური ვიდეო
სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა ანტონ კორბეინი, გადაღებულია ლონდონში, ინგლისი 1996 წლის ნოემბერში. იგი არასოდეს გასულა აშშ-ის ტელეარხებზე.[5] ფოკუსირებას ახდენს ჯეიმზ ჰეტფილდზე, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე ზის და უკრავს სიმღერას აკუსტიკურ გიტარაზე. ავტომობილი, როგორც ვიდეოში ჩანს, მოძრაობს სამხრეთდასავლეთ ჩქაროსნულ ტრასაზე. ერთ-ერთ მომენტში ჩანან მეტალიკის დანარჩენი წევრები, რომლებიც იყურებიან ავტომობილში ფანჯრიდან. როცა სიმღერა მიუახლოვდება დასასრულს, ხედი უკან იწევს, რათა გამოააშკარავოს, რომ სინამდვილეში ჰეტფილდი იჯდა უძრავ უკანა სავარძელზე სტუდიაში. შემდეგ ჯეიმზი მიემართება ცხენისაკენ, მოჰკიდებს აღვირში ხელს და მიჰყავს ეკრანის ფარგლებს მიღმა.
სიმღერების სია
- Mama Said
- King Nothing (საკონცერტო)
- Whiplash (საკონცერტო)
- Mama Said (რედაქტირებული)
CD სინგლი 2
- Mama Said
- So What (საკონცერტო)
- Creeping Death (საკონცერტო)
- Mama Said (ადრინდელი დემო ვერსია)
A-მხარე
- Mama Said
B-მხარე
- Ain't My Bitch (საკონცერტო)
პერსონალი
ჩარტები
სიმღერა ჩარტებში პირვეკლად 1996 წლის 7 დეკემბერს გამოჩნდა მეცხრამეტე პოზიციაზე, რაც მისი საუკეთესო შედეგიცაა. ორი კვირა დაყო ჩარტებში და ბოლოს, 47-ე პოზიციიდან, აღარ გამოჩენილა.[6]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კავერების ალბომები | |
---|
| ერთობლივი ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| პრომო-სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|