ავტომობილი

ბენცის "ველო", რომელიც პირველ ავტორბოლაში მონაწილეობდა.

ავტომობილი (ავტო... და ლათ. mobilis — „მოძრავი“) — ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი.

პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავლის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში).

პირველი ორთქლის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი შეიქმნა 1672 წელს, ფლამანდრიელი იეზუიტის ფერდინანდ ვერბისტის მიერ. ეს იყო 62 სანტიმეტრის სიგრძის სათამაშო მანქანა შექმნილი მანჯურიელი იმპერატორის აისინგიორო სიუანესთვის[1].

ფრანგმა ნიკოლას ჟოზეფ კიუნომ შექმნა პირველი, სრულმასშტაბიანი ავტომობილი, დაახლოებით 1769 წელს. ეს იყო ორთქლის ძრავზე მომუშავე ტრიციკლი[2]. მან ასევე შექმნა 2 ტრაქტორი საფრანგეთის არმიისთვის. ამ მანქანების მთავარი პრობლემა იყო წყლის მიწოდების სისტემა რომელიც მას პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდიდა გადასაადგილებლად.

ნიკოლას ჟოზეფ კიუნოს მიერ შექმნილი ავტომობილი, 1770 წ. Musée des arts et métiers, პარიზი

1807 წელს ნისეფორ ნეფსიმ და მისმა ძმამ კლოდმა შექმნეს ის, რასაც შეიძლება ეწოდოს მსოფლიოში პირველი შიდა წვის ძრავა (რომელსაც მათ პიროლოფორი უწოდეს), მაგრამ მათ მისი დაყენება ნავზე გადაწყვიტეს, მდინარე სონაზე, საფრანგეთში[3]. ამავე წელს, 1807 წელს შვეიცარიელმა გამომგონებელმა ფრანსუა ისააკ დე რივაზმა შეიმუშავა საკუთარი „დე რივაზის შიდა წვის ძრავა“ და გამოიყენა იგი მსოფლიოში პირველი ავტომობილის შესაქმნელად, რომელიც იკვებებოდა ასეთი ძრავით.

1881 წლის ნოემბერში, ფრანგმა გამომგონებელმა გუსტავ ტუოვემ წარმოადგინა ელექტროენერგიაზე მომუშავე პირველი (სამბორბლიანი) მანქანა ელექტროენერგიის საერთაშორისო გამოფენაზე, პარიზში. ამავე პერიოდში სხვა გერმანელი ინჟინერები (მათ შორის გოტლიბ დაიმლერი, ვილჰელმ მაიბახი და ზიგფრიდ მარკუსი) მუშაობდნენ ამ საკითხზე დაახლოებით ერთდროულად.

ორიგინალური Benz Patent-Motorwagen, პირველად შექმნა 1885 წელს.

1886 წელი ითვლება მანქანის დაბადების წლად, როდესაც გერმანელმა კარლ ბენცმა დააპატენტა თავისი Benz Patent-Motorwagen; ის ზოგადად აღიარებულია, როგორც მანქანის გამომგონებელი.

1879 წელს ბენცმა მიიღო პატენტი მისი პირველი შიგა წვის ძრავისთვის, რომლის დიზანიც 1878 წელს შექმნა. ხოლო პირველი ავტომობილი, რომელიც ამ ძრავით იყო აღჭურვილი, დაასრულა 1885 წელს მანჰაიმში, გერმანია. ბენცმა განაგრძო საკუთარი ქმნილების დახვეწა და დაიწყო მისი მასობრივი წარმოება. 1888-1893 წლებში მან 25 ავტომობილი გაყიდა. ამავე პერიოდში, ემილი როჟემ საფრანგეთში დაიწყო ბენცის დიზაინით ძრავების წარმოება. საფრანგეთში ავტოწარმოებამ უფრომ მოიკიდა ფეხი და თავდაპირველად როჟე უფრო მეტ მანქანას ყიდდა, ვიდრე თავად ბენცი გერმანიაში. 1896 წელს ბენცმა დააპატენტა ახალი ტიპის, ე.წ. „ჰორიზონტალური“ შიგა წვის ძრავი, რომელსაც „ბოქსერმოტორ“ უწოდა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვის კარლ ბენცს ჰქონდა უდიდესი ავტომწარმოებელი კომპონია. მარტო 1899 წელს ბენცის კომპანიამ 572 მანქანა გამოუშვა.

1897 წელს დაარსდა პირველი ავტოქარხანა ცენტრალურ ევროპაში, კერძოდ ჩეხური (იმ დროს ავსტრია-უნგრეთის იმპერია) Nesselsdorfer Wagenbau (ამჟამად ცნობილი როგორც ტატრა (Tatra)).

ტრივია

  • ყველაზე გრძელი სერიული ავტომობილის ოდესმე წარმოებული მოდელი იყო 1938 წლის დუსენბერგ SJ ტაუნ-ქარი — 6, 25 მ, რაც ასევე უმძიმესი სტანდარტული მანქანა იყო 2903 კგ-ით.
  • გრძელი ლიმუზინები, რომლებიც ქუჩებში გვხვდება 10 მეტრს აღწევს და 14 მგზავრის გადაყვანა შეუძლია მეტნაკლები კომფორტით. ყველაზე გრძელი სამგზავრო ავტომობილი/ლიმუზინი 22 მ სიგრძის სპეციალური შეკვეთით არაბი შეიხისთვის კალიფორნიაში დამზადებული მანქანაა შუაში დამატებითი საყრდენით. 30,3 მეტრის ლიმუზინი 26 ბორბლით შოუ ბიზნესისთვის ააწყვეს ბუნბენკში.
  • მანქანა ყველაზე დიდი გარბენით არის 1966 წლის ვოლვო P-1800S, რომელსაც 1.764.000 მილი აქვს გავლილი დღემდე.[4]

ლიტერატურა

  • მიქელაძე პ., ოქროპირიძე ვ., ხანთაძე გ., ტრაქტორები და ავტომობილები, თბ., 1961

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!