1934 წლიდან სწავლობდა სასულიერო დანიშნულების კოლეჯში — „ღვთისმშობლის აკადემია“, სადაც გრეისმა მიიღო მკაცრი კათოლიკური განათლება. როცა 6 წლის გახდა, საშობაო სპეკტაკლში მიიღო მონაწილეობა, ეს იყო მისი პირველი როლი თეატრში.
კარიერა
1947 წელს დაწყებითი სწავლა-განათლების დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა დაიწყო ფოტომოდელად, მალევე ჟურნალ „კოსმოპოლიტენის“ გარეკანზე მოხვდა. პარალელურად ის სწავლობდა ქიმიას და ასევე 2 წელი სწავლობდა ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — დრამატული ხელოვნების აკადემიაში. მალევე მან მრავალი როლი შეასრულა სხვადასხვა პიესებში. გრეისმა ასევე უამრავი სარეკლამო კონტრაქტი მიიღო სიგარეტისა და ლუდის მწარმოებელი კომპანიებიდან, რომელზეც გრეისი სიამოვნებით თანხმდებოდა.
1954 წელს მონაწილეობა მიიღო ბინგ კროსბის ფილმ „სოფლელ გოგონაში“, სადაც ერთი ალკოჰოლისტის ცოლის როლი შეასრულა, ფილმისთვის 1955 წელს იგი კიდევ ერთხელ წარდაგინეს „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო ქალის შემსრულებელი, რამაც ჰოლივუდში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მალევე მონაწილეობა მიიღო ალფრედ ჰიჩკოკის სამ ფილმში. ორი მათგანი — მკვლელობაზე — (პირველი — „მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ M" (1954) და მეორე — „ფანჯარა ეზოს მხარეს“ (1954)). მისი ალფრედ ჰიჩკოკის მესამე ფილმი იყო „ქურდის დაჭერა“კერი გრანტი ერთად, როლით ფრენსის სტივენსი.
1948 წელს გრეისის ცხოვრებაში გამოჩნდა დონ რიჩარდსონი, რომელმაც გრეის ცოლობა შესთავაზა, რაზეს გრეისი დასთახმდა. თუმცა მათი ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ გრეისის მშობლები. მშობლებმა გაიგეს, რომ დონი კვლავ პირველ ქორწინებაში იყო და ქალიშვილს მასთან კავშირი აუკრძალეს.
1949 წელს გრეის კელის ცხოვრებაში გამოჩნდა ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, რომელმაც გრეისს ცოლობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
1953 წელს კელის ურთიერთობა ჰქონდა ფილმი „მოგამბოს “მთავარი როლის შემსრულებელ კლარკ გეიბლთან. მათი ურთიერთობა გადაღებების დასრულების შემდეგ დასრულდა.
გრეისს ამის შემდეგ ჰქონდა 3 წარუმატებელი ურთიერთობა: პირველად რეი მილანდი. მათ რომანს სკანდალი მოჰყვა, რადგან მილანდი დაქორწინებული იყო, მის მეუღლეს კი გავლენიანი მეგობრები ჰყავდა. მეორედ უილიამ ჰოლდენთან, თუმცა ჯონ კელიმ სასიძო კვლავ დაიწუნა. მას მესამე და საბოლოო რომანი იტალიელ დიზაინერთან, ოლეგ კასინისთან ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა ყველაზე ხანგრძლივი და სერიოზული იყო, ოჯახმა კვლავ უარყო ქალიშვილის არჩევანი და მათი ურთიერთობაც დასრულდა.
1955 წლის 6 მაისსმონაკოს პრინცის სასახლეში შეხვედრა შედგა[10] და მან და პრინცმა ჟურნალის გარეკანისათვის ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაუღიმეს. პრინცმა გრეისს სასახლე დაათვალიერებინა, ბაღში გაასეირნა. როდესაც კელის ჰკითხეს, თუ როგორ მოეწონა პრინცი, მან უპასუხა: „მომხიბვლელია, ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელია“. შემდეგ პრინცს მოკლე, თავაზიანი ბარათი გაუგზავნა, სადაც მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასე დაიწყო მათი მიმოწერა, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. პრინცთან თავდაპირველი ვიზიტის დროს, იგი ხვდებოდა ოლეგ კასინის.
1955 წლის16 დეკემბერს რენიე ნიუ-იორკში ჩავიდა ოფიციალურად დანიშნულ 2 თვიან ტურზე ამერიკაში თუმცა მისი მთავარი მიზანი იყო მოეძებნა მეუღლე, რადგან საფრანგეთთან 1918 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით (რასაც მოჰყვა მონაკოს მემკვიდრეობის კრიზისი 1918 წელს.) თუ მონაკოს არ ეყოლებოდა მემკვიდრე, მაშინ მონაკო იძულებული იქნებოდა საფრანგეთს შეერთდებოდა. შეერთებულ შტატებში გამართულ პრესკონფერენციაზე რენიერს დაუსვეს კითხვა, ჰყავდა თუ არა ცოლი, მან უპასუხა: „არა“. შემდეგ მეორე კითხვა დაუსვეს: „თუ შენ გეყოლება ცოლი, ვინ მოგეწონებათ?"“, რენიემ გაიცინა და უპასუხა: „არ ვიცი - საუკეთესო“. რენიემ აღნიშნა მისი რჩეული როგორი უნდა ყოფილიყო: „გრძელი თმით, შემოდგომის ფოთლების ფერით, რომელშიც თითქოს ცურავს ქარი, თვალები კი ექნებოდა ისეთი ლურჯი, როგორიც აქვს ხოლმე ზღაპრულ ფერიას“.
30 წელს გადაცილებული რენიეს სჭირდებოდა მეუღლე, მონაკოს მემკვიდრეობის გადასარჩენად, ამ მიზნებისათვის კი გრეის კელიზე უკეთესი ქალი მას ამქვეყნად არ ეგულებოდა. აშშ-ში ყოფნისას, 1955 წლის25 დეკემბერს რენიე III თავისი ამალით ჯეკ კელის სახლს ეწვია სამი დღის შემდეგ მან ოფიციალურად თხოვა მას ქალიშვილის ხელი. გრეისმა უნებურად წამოიძახა „თანახმა ვარ“. ოჯახებმა დაიწყეს მზადება იმ დროისათვის, რასაც პრესამ უწოდა „საუკუნის ქორწინება“.
1956 წლის4 აპრილს გრეის კელი ხომალდ „კონსტიტუციით“ ამერიკიდან მონაკოში გაემგზავრა.სადაც 20,000 მონაკოელი მას და მის ოჯახს ქუჩაში დახვდა და ულუცავდა. როგორც მონოკოს ნაპოლეონის კოდექსი და კათოლიკური ეკლესიის კანონები მოითხოვდა ქორწილზე აუცილებლად უნდა შესრულებულიყო ორი ცერემონიალი — სამოქალაქო და რელიგიური.[11] 16 წუთიანი სამოქალაქო ცერემონია 1956 წლის18 აპრილს მონაკოს პრინცის სასახლეში გაიმართა,[11] რასაც მონაკოს 3000 მოქალაქე დაესწრო.[12][13] მომდევნო დღეს საეკლესიო ცერემონიალი გაიმართა მონაკოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში.[11] ქორწინებას, პირდაპირ ეთერში 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებდა თვალს, როგორც ბიოგრაფი რობერტ ლაისი ამბობს, ეს იყო „პირველი თანამედროვე მოვლენა, რომელიც გაუშვეს მედიაში“.[13]
1962 წელს კელის შესთავაზეს როლი ფილმ „მარნიში“, თუმცა მონაკოში საზოგადოებრივი აღშფოთების გამო მან საბოლოოდ უარი თქვა ფილმზე.
სიკვდილი
1982 წლის 13 სექტემბერს გრეისი თავის უმცროს ქალიშვილ სტეფანიასთან ერთად მონაკოში გამგზავრებას აპირებდა, რომელიც უკვე 17 წლის იყო. გრეისმა თავად გადაწყვიტა მანქანის საჭესთან დაჯდომა, მონაკოს ერთ-ერთ მოსახვევში გრეისმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ვეღარ შეძლო დაემორჩილა საკუთარი „Rover P6 3500“[18] და ქალიშვილთან ერთად 37 მეტრი (120 ფუტი) სიღრმის ხევში გადაიჩეხა. დედა-შვილი პრინცესა გრეისის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მიიჩნევნდენ, რომ გრეისმა განიცადა მცირედი ინსულტი მანქანის მართვის დროს, რამაც გამოიწვია ავარია.[19]სამშაბათს14 სექტემბერს ექიმმა შატლენმა გრეისის ქმარ-შვილს განუცხადა, რომ ქალის მდგომარეობა უიმედო იყო და ისინი იძულებულნი იყვნენ ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამოეთიშათ. 1982 წლის14 სექტემბერს, 10:55 საათზე, 52 წლის ასაკში გრეისი კელი გარდაიცვალა.[20]
სტეფანიამ ავარიის დროს განიცადა მცირე ტვინის შერყევა და მცირე მოტეხილობა,[21] რის გამოც ვერ დაესწრო დედის დაკრძალვას.
გრეისი დაკრძალეს 18 სექტემბერს ოჯახის საძვალეში გრიმალთან, წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში, მონაკოში.[22] დაკრძალვას 400-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ უცხო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენელები. სტუმრებს შორის იყვნენ: ბრიტანეთის სამეფო სახლის წარმომადგენელი, უელსის პრინცესა დაიანა, კერი გრანტი, ნენსი რეიგანი, დანიელ მიტერალდი, ფარაჰ ფეჰლევი და სხვა.
დაახლოებით ასი მილიონი მაყურებელი მთელ მსოფლიოში უყურებდა მის დაკრძალვას. მოგვიანებით ჯეიმზ სტიუარტმა თქვა შემდეგი სიტყვები:
„იცით, მე მიყვარს გრეისი კელი. არა იმიტომ, რომ ის პრინცესა იყო, არა იმიტომ, რომ ის იყო მსახიობი, არა იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის მხოლოდ იყო ყველაზე ძვირფასი ქალბატონი, რომელიც მე აქამდე არ შემხვედრია. გრეისმა, ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა, ისევე, როგორ თქვენსაში სითბო, თბილი სინათლე ყოველ ჯერზე როცა ვხედავდი და ყოველ ჯერზე ვნახულოვდი საკუთარ დღესასწაულზე. არ იკითხოთ, მენატრება თუ არა გრეისი, ჩვენ ყველას გვენატრება ის, ღმერთმა დაგლოცოს, პრინცესა გრეის.“
ხოლო ფრენკ სინატრამ გრეისის დაკრძალვაზე მას — „დაბადებიდან დედოფალი“ უწოდა. ამბობენ, რომ გრეისის დაკრძალვაზე მთელი მონაკო ტიროდა.
პრინცი რენიე, რომელიც გრეისის გარდაცვალების შემდეგ ხელახლა არ დაქორწინებულა, 2005 წელს გარდაიცვალა, ის გრეისის გვერდით დაკრძალეს.[23] მათ აკლდამაზე წერია „მშვიდობა და დუმილი“.
მემკვიდრეობა
მოდა
1930-იან წლებში მოდის სახლმა „ჰერმესმა“ გამოუშვა ყველასთვის მისაწვდომი ტყავის ჩანთა „Sac à dépêches“. 1954 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა კოსტიუმების დიზაინერ ედიტ ჰედს საშუალება მისცა ფილმ „ქურდის დაჭერის“ მთავარი როლის შემსრულებელი გრეის კელისთვის ჰერმესიდან შეეძინა აქსესუარები. ჰედის თქმით კელის შეუყვარდა ეს ჩანთა. მისი ქორწინებიდან თვეების შემდემ, როცა კელი კაროლინზე იყო ორსულად, მან ფოტოების გადაღებისთვის ეს ჩანთა გამოიყენა, რადგან თავის ორსული მუცელი პაპარაცებისგან დაემალა. ეს ფოტოები ნაჩვენები იყო ჟურნალ „ცხოვრებაში“. 1950-იან წლებში ჩანთა ძალიან პოპულარული გახდა, რადგან ჰოლივუდელი გრეისი მიიჩნეოდა მოდის დედოფლად. ამიტომ 1977 ჩანთას შეუცვალეს სახელი და დაარქვეს „კელი“. დღეს ამ ჩანთის მოდელის საწყისი ფასი 11 ათასი დოლარია. ის ჩანთა, რომელიც კელის ეჭირა ფოტოებში დღეს ინახება მონაკოს სასახლის არქივში.
მრავალი გამოფენა გაიმართა კელის ცხოვრების ამსახველი ფოტოებისა და ტანსაცმლისა. ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში2006 წელს მისი ქორწილის 50 წლისთავზე გამოიფინა მისი საქორწილო კაბა, რომელიც შექმნა MGM-ის აკადემიის ჯილდოს მფლობელმა ჰელენ როუზმა. კაბაზე ექვსი კვირის განმავლობაში მუშაობდა 30 მკერავი. კაბის შესაქმნელად 25 მეტრი საუკეთესო აბრეშუმი და 100 მეტრი აბრეშუმის მაქმანი გამოიყენეს, რომელიც ქორწილამდე 125 წლით ადრე დაამზადეს ფრანგმა მემაქმანეებმა. თავსაბურავისთვის კი ათასობით მარგალიტი.
კელი მრავალი თანამედროვე დიზაინერის შთაგონებად იქცა.
პრინცესა გრეისი ვარდების ბაღი
პრინცესა გრეისის ვარდების ბაღი არის მონაკოს ფონტვიეილის რაიონში. ბაღი ეძღვნება კელის ხსოვნას. 1984 წელს გაიხსნა რენიე III-ის მიერ.[25] მას 4 ჰექტარის (9,9 აკრი) ზომის მიწა აქვს დაკავებული ფონტვიეილის ბაღთან ერთად და ის ღიაა ყოველდღე დილიდან საღამომდე. ბაღში არის გრეისის ქანდაკება, რომელიც ცნობილი მოქანდაკის კის ვერკადეს მიერ არის შესრულებული, ქანდაკება 4000 ვარდისგან შედგება.[26]
კელის ოჯახის სახლი
კელის ოჯახის სახლი 1929 წელს ჯონ ბ. კელის მიერ აშენდა, ფილადელფიის აღმოსავლეთის ნაწილში. გრეისი ცხოვრობდა ამ სახლში 1950 წლამდე. ამ სახლში პრინცმა რენიემ სთხოვა ხელი. კელის ოჯახმა გაყიდა თავისი ქონება 1974 წელს.[27][28] პრინცმა ალბერტმა შეიძინა სახლი, რათა გამოეყენებინა მუზეუმად.[29][30]
გრეისი კულტურაში
სიმღერა
გრეისი კელის ეძღვნება ბრიტანელი მომღერალ მიკას სიმღერა „გრეისი კელი“.
ფილმი
გრეის კელის ცხოვრებას რამდენიმე ფილმი ეძღვნება
1983 წელს ამერიკელებმა გადაიღეს დოკუმენტური ხასიათის სატელევიზიო ფილმი „გრეისი კელი“, ფილმში ასახულია კელის ადრეული ცხოვრება, ფილმში მონაწილეობდნენ ჩერილ ლედი, როგორც კელი და იან მაკშეინი, როგორც რეინერი.[31]
2014 წელს გადაღებული ფილმი „მონაკოს პრინცესა“ სადაც კელის როლის ასრულებს ნიკოლ კიდმანი.
მონეტები და საფოსტო მარკები
2007 წელს, მონაკომ გამოაქვეყნა 20001 ცალი 2 ევროს მონეტა, რომელიც მიეძღვნა გრეის კელის გარდაცვალების 25 წლისთავს. ეს 2 ევროს მონეტა ყველაზე იშვიათია და აქვს მცირე მიმოქცევა, ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებულია (აუქციონზე მონეტის ღირებულება აღემატება 1200 ევროს).
1993 წელს კელი გამოჩნდა აშშ საფოსტო მარკაზე, რომელიც გამოვიდა მონაკოში.[32]
↑Spoto, Donald; Forshaw, Barry (28 მაისი, 2009). „Grace Kelly and Hollywood by Donald Spoto“. The Times. UK. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2010. ციტატა: „Born in 1929 and raised by stiff-necked Catholic parents in Philadelphia … Philadelphia convent girl (always remaining Roman Catholic) ...“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Jacobs, Laura (მაისი, 2010). „Grace Kelly's Forever Look“. Vanity Fair. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
Establishing the age and marque of the car: „1982: Hollywood princess dead“. BBC News. September 14, 1982. ციტატა: „After leaving the road her 10-year-old Rover tumbled 100 ft (30.5 m) down a ravine...“
Establishing the platform: Gerard, Jasper (January 24, 2011). „Classic Rover P6 review“. The Telegraph. London, UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 26, 2012. ციტირების თარიღი: October 18, 2014. ციტატა: „It's always a little ominous when a car is best remembered for a tragic mishap, but such, alas, is the fate of the P6; this is what Grace Kelly was driving when she careered off the Corniche in Monaco.“
↑Monaco Cathedral. Service Informatique du Ministère d'Etat (Monaco Minister of State Information Service) (28 ივლისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი, 2008. ციტირების თარიღი: October 16, 2010.