ავა გარდნერი

ავა გარდნერი
დაბადების სახელი ავა ლავინია გარდნერი
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1922
გრაბთაუნი, ჩრდილოეთ კაროლინა,
შეერთებული შტატები
გარდაცვალების თარიღი 25 იანვარი, 1990 (67 წლის)
ვესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი
აქტიური 1941–1986
მეუღლე(ები) მიკი რუნი (1942–1943)
არტი შოუ (1945–1946)
ფრენკ სინატრა (1951–1957)

ავა გარდნერი (ინგლ. Ava Lavinia Gardner , დ. 24 დეკემბერი, 1922, გრაბთაუნი, ჩრდილოეთ კაროლინა, შეერთებული შტატები — გ. 25 იანვარი, 1990, ვესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, 1940-იანი და 1950-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ამერიკის კინოინსტიტუტის ვერსიით ჰოლივუდის ყველა დროის უდიდეს კინოვარსკვლავთა სიაში 25-ე ადგილს იკავებს.[1][2]

პირადი ცხოვრება

გარდნერი იყო 18 წლის, როდესაც კინოსტუდია „MGM“-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად დამწყებ მსახიობს კვირაში 50 დოლარს გადაუხდიდნენ. სტუდია „MGM“-ის ერთმა ახალგაზრდა კლერკმა გარდნერი შემთხვევით აღმოაჩინა, როცა ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის — ლარი ტერის სახელოსნოს ჩაუარა და ვიტრინაში გამოფენილი ულამაზესი უცნობი გოგონას ფოტო შენიშნა.

1950 წელს ოცდაექვსი წლის ავა გარდნერი და ოცდაცამეტი წლის ფრენკ სინატრა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ამ დროისთვის გარდნერი უკვე ცნობილი კინოვარსკვლავი იყო და მას „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მტაცებელს“ ეძახდნენ. გარდნერი მეორე ქმართან, სახელგანთქმულ კლარნეტისტ არტი შოუსთან ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურად გაყრილები არ იყვნენ. გარდნერმა ფრენკ სინატრა გაიცნო ფილმის „ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ“ პრემიერაზე. სინატრამ პირველი დანახვისთანავე მოხიბლა გარდნერი. სინატრა ჰოლივუდში მექალთანედ ითვლებოდა. რეპორტიორები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ შეყვარებულებს და ფოტო-კამერების ჩხაკა-ჩხუკით ნერვებს უშლიდნენ. მათ შორის ყველაზე თავხედებს სინატრა კბილების ჩამტვრევითად კი დაემუქრა. აგვისტოს ბოლოს მექსიკიდან დაბრუნებულმა სინატრამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ – გაეყაროს ცოლს და დაქორწინდეს საყვარელ ქალზე – ოფიციალურად გამოაცხადებს. 7 ნოემბერს ფილადელფიაში გარდნერი და სინატრა დაქორწინდნენ.

ფილმოგრაფია

ავა გარდნერი და გრეგორი პეკი
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1941 გამხდარი კაცის აჩრდილი Shadow of the Thin Man გამვლელი
1946 მკვლელები The Killers კიტი კოლინსი
1947 სინგაპური Singapore ლინდა გრეჰემი
1952 კილიმანჯაროს თოვლიანი მთა The Snows of Kilimanjaro სინტია გრინი
1953 მრგვალი მაგიდის რაინდები Knights of the Round Table ჯინერვა
1953 მოგამბო Mogambo კელი
1954 ფეხშიშველი გრაფინია The Barefoot Contessa მარია ვარგასი
1958 შიშველი მახა The Naked Maja ჰერცოგინია ალბა
1964 იგუანას ღამე The Night of the Iguana მაქსინ ფოლკი
1974 მიწისძვრა Earthquake რემი როისი
1976 კასანდრას უღელტეხილი The Cassandra Crossing ნიკოლ დრესლერი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!