პატრიცია არკეტი (ინგლ. Patricia Arquette; დ. 8 აპრილი, 1968)[1] — ამერიკელი მსახიობი. მიღებული აქვს BAFTA-ს, ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოები ფილმისათვის „სიყრმე“ (2014).
ბიოგრაფია
ამერიკელი მსახიობი პატრიცია არკეტი დაიბადა 1968 წლის 8 აპრილს ჩიკაგოში. მისი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო შოუ არის „მედიუმი“, სადაც ასრულებს ელისონ დიუბუას როლს. ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ ამ სერიალის კასტინგის მეორე დღესვე დაამტკიცა პატრიცია ელისონის როლზე. პატრიციას სულ 40-მდე ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორისაა: „პატარა თითები“, „ნამდვილი სიყვარული“, „მიცვალებულის აღდგინება“, „ედ ვუდი“ და სხვა მრავალი.
2009 და 2010 წლებში გადაიღეს მედიუმის მეხუთე და მეექვსე სეზონები, სადაც მთავარ როლში ისევ პატრიციაა.
პირადი ცხოვრება
1995 წლის აპრილში პატრიცია ცოლად გაყვა ნიკოლას კეიჯს. მაგრამ მათი ურთიერთობა 200 წელს შეწყდა.[2] 2002 წელს პატრიცია კვლავ გათხოვდა, ამჯერად მსახიობ ტომას ჯეინზე.
1997 წელს დედამისი მარდ ოლივია გარდაიცვალა კიბოთი.
ჰყავს ასევე მსახიობი და როზანა არკეტი. ძმა დევიდ არკეტი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო