ჯენიფერ კეიტ ჰადსონი (ინგლ.Jennifer Kate Hudson; დ.12 სექტემბერი, 1981), აგრეთვე ცნობილია ზედმეტსახელით J.Hud — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად. ხშირად მოიხსენიებენ „სოულის პრინცესად“.
2006 წლის ნოემბერში ჰადსონმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ ლეიბლთან Arista Records. 2008 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Jennifer Hudson, რისთვისაც მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომისთვის. ალბომის გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონი ასლი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ოქროს სტატუსი მიენიჭა, აგრეთვე ოქროს სტატუსი მიენიჭა მის მომდევნო ორ ალბომს — I Remember Me (2011) და JHUD (2014). 2017 წელს მან მიიღო გრემის კიდევ ერთი ჯილდო.
2008 წლის 24 ოქტომბერს ჰადსონების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 31 წლის უილიამ ბალფურმა, ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა კეიტ ჰადსონის დედა, ძმა და ძმის შვილი,[7][8] რის გამოც ჰადსონმა გარკვეული პერიოდით შეწყვიტა ფართომასშტაბიან ღონისძიებებში მონაწილეობა.