ჯოან ფონტეინი

ჯოან ფონტეინი

ფონტეინი 1951 წელს
დაბადების სახელი ჯოან დე ბოვუარ დე ჰევილენდი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1917
ტოკიო, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 15 დეკემბერი, 2013 (96 წლის)
კარმელ-ჰაილენდსი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო, აშშ
განათლება ტოკიოს სკოლა უცხოელი ბავშვებისათვის, ლოს-გატოს საშუალო სკოლა
პროფესია მსახიობი
აქტიური 1935-1994
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ვალტერ დე ჰევილენდი
დედა: ლილიან ფონტეინი
ნათესავები ოლივია დე ჰევილენდი (და)
ჯილდოები ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (1941)

ჯოან დე ბოვუარ დე ჰევილენდი (ინგლ. Joan de Beauvoir de Havilland; დ. 22 ოქტომბერი, 1917 — გ. 15 დეკემბერი, 2013) ცნობილი, როგორც ჯოან ფონტეინი, ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეობით. ფონტეინი თავისი კარიერის განმავლობაში 45-ზე მეტ მხატვრულ ფილმში გამოჩნდა. ის იყო მსახიობ ოლივია დე ჰევილენდის უმცროსი და.

ადრეული ცხოვრება

ჯოან დე ბოვუარ დე ჰევილენდი დაიბადა 1917 წლის 22 ოქტომბერს ტოკიოში, წარმოშობით ბრიტანელთა ოჯახში. მისი მამა, უოლტერ დე ჰევილენდი (1872-1968), სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში და მუშაობდა ტოკიოს იმპერიულ უნივერსიტეტში, როგორც ინგლისურის პროფესორი, სანამ პატენტრწმუნებული გახდებოდა. მისი დედა, ლილიან ოგუისტ ფონტეინი (1886-1975), სწავლობდა ლონდონის დრამატულ ხელოვნების სამეფო აკადემიაში და იყო ახალგაზრდა სცენის მსახიობი, რომელმაც კარიერა მიატოვა, როცა მის მეუღლესთან ერთად ტოკიოში გაემგზავრა. ჯოანის ბიძა სერ ჯეფრი დე ჰევილენდი (1882-1965), თვითმფრინავის დიზაინერი იყო, რომელიც ცნობილი გახდა დე-ჰავილიან მოსქუითოს დიზაინით. ასევე მან დააფუძნა საავიაციო კომპანია, რომელიც ატარებდა მის სახელს. მისი ბაბუა, მეუფე ჩარლზ რიჩარდ დე ჰევილენდი, იყო გუერნსეის ოჯახიდან ნორმანდიის კუნძულებიდან.

დე ჰევილენდი მშობლები 1914 წელს დაქორწინდნენ და 1919 წელს დაშორდნენ, როცა ლილიანმა აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი გეიშებთან ღალატობდა, გადაწყვიტა განქორწინება, რომელიც ოფიციალურად 1925 წლის თებერვლამდე არ დამთავრებულა.

ექიმის რჩევის გათვალისწინებით, ლილიან დე ჰევივილენდმა, ჯოანი, რომელიც ანემიით დაავადდა წითელას და სტრეპტოკოკური ინფექციის კომბინირებული თავდასხმის შემდეგ, თავის უფროს და ოლივიასთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში წაიყვანა. ამ დროს ჯოანი ორი წლის იყო. ოჯახი დასახლდა სარატოგაში, კალიფორნიაში, მალევე ჯოანის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ის სწავლობდა ლოს-გატოს სახელობის საშუალო სკოლაში. როცა ის 16 წლის გახდა იაპონიაში დაბრუნდა და მამასთან ერთად დაიწყო ცხოვრობება. აქ მან სწავლა განაგრძო ტოკიოს სკოლაში, რომელიც განკუთვნილი იყო უცხოელი ბავშვებისათვის (ეს სკოლა იყო ამერიკული), მან ეს სკოლა 1935 წელს დაამთავრა.

კარიერა

ფონტეინი ფილმში — „ქალები"(1939),

მისი კარიერა დაიწყო 1935 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრში, ბრიტანელი ნოველისტის და პიესათა მწერალის — დოდი სმიტის პირველი სპეკტაკლით „დარეკეთ დღეს“. მალევე მან ხელი მოაწერა RKO-ს კონტრაქტს.

1935 წელსვე მისი პირველი ფილმის დებიუტი შედგა RKO-სთან შეთახმებით მცირე როლით ფილმში — „ქალების გარეშე“, როგორც ჯოან ბულფილდი, რასაც 1937 წელს მოჰყვა მთელი რიგი სხვა მცირე როლები. მაგ: ფილმი — „მილიონიდან ერთამდე“ და „ღირსეული ქუჩა“, კათრინ ჰეპბერნის წინააღმდეგ.

1937 წელს მიიღო თავისი პირველი მნიშვნელოვანი როლი ფილმში — „კაცი, რომელმაც იპოვა საკუთარი თავი“. ჯოანი შემდეგ გამოჩნდა მთავარი როლით ფრედ ასტერთან ერთად, ჯინჯერ როჯერსის გარეშე RKO-ს ფილმში — „ქალური გასაჭირი“, თუმცა მან ვერ შეძლო აუდიტორიის მოხიბვლა, ამიტომ მან განაგრძო მცირე როლიან ფილმებში მონაწილეობა, მათ შორის იყო ფილმი — „ქალები" (1939), მაგრამ მან ვერ შეძლო მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოეხდინა RKO-ზე და ამიტომ მისი კონტრაქტი არ განახლდა, როდესაც იგი 1939 წელს ამოიწურა.

ჯოანის უიღბლობა ერთ ღამეში შეიცვალა, როდესაც ერთ-ერთ სადილზე პროდიუსერ დევიდ სელზნიკის გვერდით იყო. სელზნიკმა ჯოანს შესთავაზა დაფნე დე მაურიერის რომანის — „რებეკას“ ეკრანიზებულ ვარიანტში ეთამაშა მთხრობელის როლში.

ლორენს ოლივიემი და ჯოან ფონტაინი ფილმში — „რებეკა“

„რებეკა“ — ბრიტანული რეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის ამერიკული დებიუტი იყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლორენს ოლივიემი ჯოან ფონტაინთან ერთად. ფილმის გადაღება 1940 წელს შედგა. ფონტაინი ამ ფილმისთვის ნომინირებული იქნა აკადემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობისთვის.ფონტეინმა ვერ გაიმარჯვა ამ წელს, რადგან ჯილდო მიიღო ჯინჯერ როჯერსმა ფილმისთვის — „კიტი ფოილისთვის“, თუმცა ჯოანმა მომდევნო წელს გაიმარჯვა აკადემიის დაჯილდოებაზე საუკეთოსო მსახიობისთვის ფილმისთვის — „ეჭვი“, რომელიც ასევე ჰიჩკოკის რეჟისორობით იყო გადაღებული, ფილმში მონაწილეობას ჯოანთან ერთად კერი გრანტიც იღებდა.

1940-იან წლებში ის მონაწილეობდა რომანტიკული ხასიათის მელოდრამებში, მაგ: 1943 წელს მან შეასრულა ჩარლზ ბოიერთან ერთად ფილმ — „მუდმივ ნიმფაში“, რომლისთვისაც 1943 წელს ნომინირებული იქნა აკადემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობისთვის. მან ასევე ამავე წელს ითამაშა ჯეინ ეარის როლი ფილმში „ჯეინ ეარი“.

1944 წელს როლი მიიღო დაფნე დე მაურიერის ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმში — „ფრანგი კაცის ნაკადში“ (ინგლ. Frenchman's Creek), რომელიც ჯოან ფონტეინის მონაწილეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა.

ჯოან ფონტეინი კერი გრანტთან ერთად ფილმში — „ეჭვი“

1940-იან წლებში მისი მონაწილეობით გადაღებული ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი იყო შტეფან ცვაიგის ნოველის — „უცნობი ქალის წერილს მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი (1948), რომელიც მაქს ოფიულსის რეჟისორობით იყო გადაღებული და დღესდღეობით ჯოანის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებად ითვლება.

1942 წლის 26 მაისს გრაუმნის ჩინური თეატრის წინ მან თავისი ხელების და ფეხების ანაბეჭდი დატოვა. მან 1945 წელს ითამაშა კომედიურ ფილმში — „სიუზანის რომანებში“, 1948 წელს მუსიკალურ ფილმში „იმპერიულ ვალსში“ ბილი უაილდერის რეჟისორობით, ჯოზეფ კოტტონთან ერთად. ამავე წელს ბერტ ლანკასტერთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში — „კოცნით წაშალე სისხლი ჩემი ხელებიდან“, და სათავგადასავლო დრამაში „ივანჰოე“ (1952), რომელშივ ითამაშა რობერტ ტეილორთან და ელიზაბეტ ტეილორთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად თამაშობდა გულუბრყვილო პერსონაჟებსა და არისტოკრატებს, მან ასევე ითამაშა არასიმპათიური გმირები ფილმებში „აივი“ (1947) და „დაიბადო ცუდი“ (1950).

ფონტეინი 1943 წელს ფილმ —„ჯეინ ეარში“

მისი ფილმების წარმატება 1950-იან წლებში ოდნავ შემცირდა. მალევე ის გამოჩნდა სატელევიზიო და სასცენო როლებში. მან 1954 წელს როლი მიიღო ბროდვეიზე პიესაში — „ჩაი და სიმპათია“ როგორც ლაურა, ენტონი პერკინსის წინააღმდეგ. იგი ასევე გამოჩნდა უამრავ რადიოშოუში 1940-იან წლებში, მაგ: ლუქს რადიო თეატრში.

1960-იან წლებში ფონტეინი გამოჩნდა რამდენიმე სპექტაკლში, მათ შორის იყო: „პირადი ცხოვრება“, „კაკტუსის ყვავილი“ (1965 წლის 9 დეკემბერი) და „ლომი ზამთარში“ (1966).

1966 წელს იყო მისი ბოლო თეატრალური ფილმი — „ჯადოქრები“. 1970-იან და 1980-იან წლებში განაგრძო ფილმებსა და სატელევიზიო როლებში გამოჩენა, ხოლო 1980 წელს ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე საპნის ოპერა — „რაიანის იმედებში“ მონაწილეობისთვის.

1977 წელს გამოიცა მისი ავტობიოგრაფია. 1982 წლის თებერვალში იგი ბერლინში გაემგზავრა, სადაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტად მუშაობდა.

1994 წელს იყო ფონტეინის ბოლო სატელევიზიო როლი, სატელევიზიო ფილმში — „კარგი მეფე ვენსელანსი“, ამის შემდეგ ის საცხოვრებლად გადავიდა ვილა ფონტაანაში, კარმელის მაღალმთიანეთში, კალიფორნიაში, სადაც დრო გაჰყავდა თავის ძაღლთან ერთად ბაღში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კინემატოგრაფიაში წვლილისთვის, მას ჰოლივუდის დიდების ხეივანიში გაუხსნეს ვარსკვლავი..

პირადი ცხოვრება

ქორწინება და შვილები

ფონტეინი ოთხჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. მისი პირველი ქორწინება იყო მსახიობ ბრაიან აჰერნთან. ისინი დაქორწინდნენ 1939 წელს დელ მონტეში, კალიფორნია და 1945 წლის აპრილში განქორწინდნენ. 1946 წლის მაისში ის დაქორწინდა მსახიობ და პროდიუსერ უილიამ დოზიერზე, მეხიკოში. მათ 1948 წელს ეყოლათ ქალიშვილი, დებორა ლესლი, რომელიც ფონტაინის ერთადერთი ბიოლოგიური შვილია. ისინი დაშორდნენ 1949 წელს, მომდევნო წელს ფონტეინმა სასამართლოში შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ, თუმცა მათი განქორწინება 1951 წლის იანვრამდე არ დასრულებულა. 1952 წლის 12 ნოემბერს ფონტეინი მესამედ დაქორწინდა პროდიუსერ და მწერალ კოლიერ იანგზე. 1960 წლის მაისში ისინი დაშორდნენ და ფონტეინმა 1960 წლის ნოემბერში განქორწინება მოითხოვა. მათი ქორწინება დასრულდა 1961 წლის იანვარში. ფონტეინი მეოთხედ და საბოლოოდ 1964 წლის 23 იანვარს დაქორწინდა სპორტული ჟურნალის გოლფის რედაქტორ, ალფრედ რაიტ უმცროსზე, ელკტონში, მერილენდის შტატში; ისინი განქორწინდნენ 1969 წელს.

1951 წელს სამხრეთ ამერიკაში ფილმების ფესტივალზე ყოფნისას ის შეხვდა ოთხი წლის პერუელ გოგონა მარტიტას და არაოფიციალურად იშვილა. ფონტეინი შეხვდა მარტიტას ინკის ნანგრევების მონახულების დროს, სადაც მარტიტას მამა მუშაობდა. მარტიტას მშობლებმა საშუალება მისცეს ფონტეინს გამხდარიყო მარტიტას კანონიერი მეურვე, რათა ბავშვს უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა. ფონტეინი მარტიტას მშობლებს დაჰპირდა, რომ გოგონას პერუში დააბრუნებდა, როცა 16 წლის გახდებოდა. როცა ის 16 წლის გახდა, ფონტეინმა პერუს ტურისტული ბილეთი იყიდა, მაგრამ მარტიტამ უარი თქვა წასვლაზე და გაიქცა, თუმცა დედა-შვილი ერთმანეთს მაინც დაშორდნენ.

გარდაცვალება

ჯოან ფონტეინი 2013 წლის 15 დეკემბერს კარმელის მაღალმთიანების სახლში ძილში ბუნებრივი სიკვდილით 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია

წელი მშობლიური სახელწოდება ქართულად როლი შენიშვნა
1935 No More Ladies „ქალების გარეშე“ კეროლაინ "კერი" რუმსი
1937 A Million to One „მილიონიდან ერთამდე“ ჯოან სტივენსი
1937 Quality Street „ღირსეული ქუჩა“ შარლოტა პარრატი
1937 The Man Who Found Himself „კაცი,რომელმაც იპოვა საკუთარი თავი მედდა დორის კინგი
1937 You Can't Beat Love „არ შეგიძლია შეიყვარო“ ტრუდი ოლსონი
1937 Music for Madame „მუსიკა ქალბატონისთვის“ ჯინ კლემენსო
1937 A Damsel in Distress „ქალური გასაჭირი“ ლედი ალისია მარშმორტონი
1938 Maid's Night Out „ღამის გოგო შეილა ჰარისონი
1938 Blond Cheat „ქერა მოტყუება“ ჯულიეტა „ჯული“ ევანზი
1938 Sky Giant „საჰაერო გიგანტი“ მეგ ლოურენს
1938 The Duke of West Point „დასავლეთ პოინტის ჰერცოგი“ ენ პორტერი
1939 Gunga Din „დუნგა დინ“ ემმი
1939 Man of Conquest „გამარჯვებული კაცი“ ელიზა ალენი
1939 The Women „ქალები პეგგი
1940 Rebecca „რებეკა“ მეორე მის დე ვინტერი დასახელდა — ოსკარი საუკეთო მსახიობი ქალისთვის
1941 Suspicion „ეჭვი“ ლინა მოიგო — ოსკარი საუკეთო მსახიობი ქალისთვის - ალფრედ ჰიჩკოკის რეჟისორობით

მოიგო — ნიუ-იორკის ფილმების კრიტიკოსთა წრის დაჯილდოება საუკეთო მსახიობი ქალისვისთვის - ალფრედ ჰიჩკოკის რეჟისორობით

1942 This Above All „უპირველეს ყოვლისა“ პრუდენს კეტეუეი
1943 The Constant Nymph „მუდმივი ნიმფა“ ტესა სანგერი დასახელდა — ოსკარი საუკეთო მსახიობი ქალისთვის
1943 Jane Eyre „ჯეინ ეარი ჯეინ ეარი
1944 Frenchman's Creek „ფრანგი კაცის ნაკადი“ დონა
1945 The Affairs of Susan „სიუზანის რომანები“ სიუზან დარელი
1946 From This Day „ამ დღიდან“ სიუზან ქუმინგი
1947 Ivy „აივი“ აივი
1948 Letter from an Unknown Woman „უცნობი ქალის წერილი“ ლიზა (უცნობი ქალი)
1948 The Emperor Waltz „იმპერატორის ვალსი“ გრაფინია ჯოანა აგუსტა ფრანზისკა
1948 You Gotta Stay Happy „ბედნიერი დარჩებით“ დი დი დილვუდი
1948 Kiss the Blood Off My Hands „კოცნით წაშალე სისხლი ჩემი ხელებიდან“ ჯეინ ვრანტონი
1950 September Affair „სექტემრის რომანები“ მარიანა "მანინა" სტიუარტი
1950 Born to Be Bad „დაიბადო ცუდი“ ქრისტაბელ ქეინ ქერი
1951 Darling, How Could You! „ძვირფასო, როგორ შეგიძლია“ ალისია გრეი
1951 Othello „ოტელო“ პეიჯი
1952 Something to Live For „რაღაც სიცოცხლისთვის“ ჯენი ქერი
1952 Ivanhoe „აივენჰო“ როვენა
1953 Decameron Nights „დეკამერონის ღამეები“ იზაბელა/გვინევრა/ბარტოლომეა/ფიამეტა
1953 Flight to Tangier „ფრენა ტანგიერისკენ“ სიუზან ლეინი
1954 Casanova's Big Night „კაზანოვას დიდი ღამე“ ფრანცესცა ბრუნი ალტერნატიული სათაური: მის კაზანოვა
1956 Serenade „სერენადა“ კენდალ ჰეილი
1956 Beyond a Reasonable Doubt „საფუძვლიანი ეჭვის მიღმა“ სიუზან სპენსერი
1957 Island in the Sun „კუნძული მზეში“ მეივის ნორმანი
1957 Until They Sail „სანამ ისინი ნაოსნობდნენ ენ ლესილე
1958 A Certain Smile „დარწმუნებული ღიმილი“ ფრანცოიზე ფერრანდ
1961 The Light That Failed „სინათლე რომ ჩაქრა“ დიასახლისი სატელევიზიო ფილმი
1961 Voyage to the Bottom of the Sea „მოგზაურობა ზღვის ბოლოში“ ექიმი სიუზან ჰილერი
1962 Tender Is the Night „ნაზია ღამე“ პატარა ვარრენი
1966 The Witches „ჯადოქრები“ გვენ მეიფილდი ალტერნატიული სათაური: ეშმაკის საკუთრაბე
1978 The Users „მომხმარებელი გრეისი სატელევიზიო ფილმი
1986 Dark Mansions „მუქი სახლი“ მარგარეტ დრეიკი სატელევიზიო ფილმი
1994 Good King Wenceslas „კარგი მეფე ვენსელანსი“ დედოფალი ლუდმილა სატელევიზიო ფილმი
1995 The Celluloid Closet „ცელულოიდის კარადა“ მეორე მის დე ვინტერი ფილმისთვის საჭირო მისი კადრები არქივიდანაა ამოღებული

ტელევიზია

წელი მშობლიური სახელწოდება ქართულად როლი ეპიზოდის მშობლიური

სახელწოდება

ქართულად
1953–1954 Four Star Playhouse „4 ვარსკვლავის სათამაშო სახლი“ ტრუდი „Trudy“ „ტრუდი“
1956 The Ford Television Theatre „ფორდის სატელევიზიო თეატრი“ ჯული „The Girl on the Park Bench“ „გოგონა პარკ ბენჩზე“
1956 Star Stage „ვარსკვლავის სცენა“ „Your Other Love“ „შენი სხვა სიყვარული“
1956–1957 The Joseph Cotten Show „ჯოზეფ ქოტონის შოუ“ ადრიანა „Fatal Charm“ „ფატალური ხიბლი“
1956–1960 General Electric Theater „გენერალური ელექტრონული თეატრი“ ლინდა სტეისი

ჯუდიტი

ლაურელ ჩაპმანი

მელანიე ლანგდონი

გრაფინია ირინე ფორელი

„A Possibility of Oil“

„The Story of Judith“

„At Miss Minner's“

„The Victorian Chaise Lounge“

„In Summer Promise“

„ნავთობის შესაძლებლობა“

„ჯუდიტის ამბავი“

„მის მინერი“

„ვიქტორიანული ჩეისის ლაუნჯი“

„პირობა ზაფხულში“

1960 Startime „ვარსკვლავის დრო“ ჯული ფორბისი „Closed Set" „დახურული კომპლექტი"
1960 Alcoa Presents: One Step Beyond „ალქოას საჩუქრები: ერთი ნაბიჯის მიღმა“ ელენ გრეისონი „The Visitor“ „სტუმარი“
1962 The Dick Powell Show „დიკ პაუელის შოუ“ ვალერია ბაუმერი „The Clocks“ „საათები“
1962 Kraft Mystery Theatre „კრაფტის საიდუმლო თეატრი“ მარგარეტ ლევისი „Perilous" „სარისკო“
1963 Wagon Train „ვაგონის მატარებელი“ ნაომი კეილორი „The Naomi Kaylor Story" „ნაომი კეილორის ისტოა“
1963 The Alfred Hitchcock Hour „ალფრედ ჰიჩკოკის საათი“ ალისია პემბერტონი „The Paragon“ „პარაგონი“
1965 The Bing Crosby Show „ბინგ გროსბის შოუ“ მის ტეილორი „Operation: Man Save“ „ოპერაცია: კაცის გადარჩენა“
1975 Cannon „ქენონი“ თელმა კაინი „The Star“ „ვარსკვლავი“
1980 Ryan's Hope „რაიანის იმედები“ პეოჯი უილიამსი Five episodes ხუთი ეპიზოდი
1981 Aloha Paradise „გამარჯობა სამოთხევ“ სტუმარი
1981 The Love Boat „სიყვარულის ნავი“ ჯენიფერ ლანგლეი „Chef's Special/Beginning Anew/Kleinschmidt“ „შეფ-ს სპეციალური / გემო თავიდან /კრეინშმიმიტი“
1983 Bare Essence „უბრალოდ არსი“ ლაურა „Hour Four“

„Hour Five“

„ოთხი საათი“

„ხუთი საათი“

1986 Hotel „სასტუმრო“ რუტ ეასტონი „Harassed“
1986 Crossings „გადასასვლელი“ ალექსანდრა მარკჰამი „Miniseries“ მინი სერიები

ბროდვეი

დრო მშობლიური სახელწოდება ქართულად როლი
1953 წლის 30 სექტემბერიდან1955 წლის 18 ივნისამდე Tea and Sympathy „ჩაი და სიმპათიაში“ ლაურა რეინოლდსი
1968 წლის 26 დეკემბრიდან1970 წლის 7 ნოემბრამდე Forty Carats „ორმოცი კარატი“ ენ სტენლი

რადიოში გამოჩენა

წელი პროგრამის მშობლიური სახელწოდება ქართულად ეპიზოდის/წყაროს მშობლიური

სახელწოდება

ქართულად
1946 Lux Radio Theatre ლუქს რადიო თეატრი From This Day „ამ დღიდან“
1946 Academy Award აკადემიის ჯილდო Portrait of Jennie „ჯეინის პორტრეტი“
1946 Hollywood Players ჰოლივუდის მოთამაშე The Constant Nymph „მუდმივი ნიმფა“
1952 Hallmark Playhouse ჰალმარკის სათამაშო სახლი Miracle on the Blotter „სასწაული ბროტერზე“
1952 Broadway Playhouse ბროდვეის სათამაშო სახლი Manhattan Serenade „მანჰეტენის სერენადა“
1952 Theatre Guild on the Air თეატრალური გილდია ჰაერში The House of Mirth „მირტის სახლი“
1952 Hollywood Sound Stage ჰოლივუდის ხმის სცენა Ivy „აივი“
1953 Theater of Stars ვარსკვლავის თეატრი The Guardsman „დაცვის კაცი“

ჯილდოები და ნომინაციები

წელი ჯილდო კატეგორია ნამუშევრისთვის შედეგი
1940 ოსკარი საუკეთო მსახიობი ქალი რებეკა დასახელდა
1941 ოსკარი საუკეთო მსახიობი ქალი „ეჭვი“ მოიგო
1941 ნიუ-იორკის ფილმების კრიტიკოსთა წრის ჯილდო საუკეთო მსახიობი ქალი „ეჭვი“ მოიგო
1943 ოსკარი საუკეთო მსახიობი ქალი „მუდმივი ნიმფა“ დასახელდა
1947 ოქროს ვაშლის ჯილდო ყველაზე კოოპერატიული მსახიობისთვის მოიგო
1980 ემის ჯილდო სტუმარი / მოკლე გამოჩენა დრამატულ სერიაში „რაიანის იმედები“ დასახელდა

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: Kamang Hilia, Kamang Magek, Agam – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Kamang HilirNagariNegara IndonesiaProvinsiSumatera BaratKabupatenAgamKecamatanKamang MagekKodepos26153Kode Kemendagri1...

 

2010 studio album by Method Man, Ghostface Killah and RaekwonWu-MassacreStudio album by Method Man, Ghostface Killah and RaekwonReleasedMarch 30, 2010RecordedNovember 2009–February 2010GenreHip hopLength30:05LabelDef Jam RecordingsProducerMethod Man (exec.), Ghostface Killah (exec.), Raekwon (exec.), RZA, Allah Mathematics, Scram Jones, Emile, Ty Fyffe, BT, Digem TracksMethod Man chronology Blackout! 2(2009) Wu-Massacre(2010) The Meth Lab(2015) Ghostface Killah chronology Ghostdini:...

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Action of 17 July 1628 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2018) Action of 17 July 1628Part of Anglo-French War (1627–1629)Date17 July 1628LocationSt. Lawrence River, near present-day Rimouski, QuebecResult English victoryBellige...

Fourth prayer of the day in Islam Maghrib redirects here. For the region, see Maghreb. For other uses, see Maghrib (disambiguation). Maghrib prayerSunset in MexicoOfficial nameصلاة المغربAlso calledSunset prayerObserved byMuslimsTypeIslamicSignificanceA Muslim prayer offered to God at the sunset hour of the day.ObservancesSunnah prayersBeginsSunsetEndsDuskFrequencyDailyRelated toSalah, Wazifa, Five Pillars of Islam Part of a series onIslam Beliefs Oneness of God Prophets R...

 

Jules Jacot-Guillarmod, Charles-Adolphe Reymond and Alcesti C. Rigo De Righi (from left to right) at the base camp of Kanchenjunga Expedition The 1905 Kanchenjunga expedition was a Himalayan mountaineering expedition aimed to climb to the summit of Kanchenjunga, which would ultimately only be achieved in 1955. The expedition was an idea of the Swiss doctor and photographer Jules Jacot-Guillarmod. In April 1905 he proposed his plans to the British occultist Aleister Crowley, with whom he had p...

 

Konsul-Jenderal Australia di BaliPetahanaHelena Studdertsejak 18 Desember 2015KediamanDenpasarSitus webKonsulat-Jenderal Australia di Bali Konsul-Jenderal Australia di Bali mewakili Australia di provinsi-provinsi Bali dan Nusa Tenggara Barat. Konjen tersebut memiliki kantor di Denpasar.[1] Konsul-Jenderal M.D. Mann (1981–1983) R.M. Gardiner (1984–1985) K.R. Thornton (1986) K.J. McMahon (1989–1991) S.K Daly (1992–Februari 1995) G.A. Fraser (Maret 1995–?) Ross Tysoe (Janu...

Walpole, difoto oleh Carl Van Vechten, 1934 Sir Hugh Seymour Walpole, CBE (13 Maret 1884 – 1 Juni 1941) adalah seorang novelis Inggris kelahiran Selandia Baru. Ia adalah putra dari biarawan Anglikan Ia adalah penulis dengan penjualan terbaik pada 1920an dan 1930an Biografi Tahun-tahun awal Walpole lahir di Auckland, Selandia Baru, sebagai anak sulung dari tiga bersaudara dari pasangan Rev Somerset Walpole dan istrinya, Mildred Helen, née Barham (1854–1925).[1] Catat...

 

Airport terminal at London Heathrow Airport Heathrow Terminal 3Entrance to the departures area at Terminal 3Location within Greater LondonAlternative namesThe Oceanic TerminalGeneral informationTypeAirport terminalCoordinates51°28′15″N 0°27′36″W / 51.470833°N 0.46°W / 51.470833; -0.46Inaugurated13 November 1961Renovated1987–19902007ClientHeathrow Airport Holdings Heathrow Terminal 3 is an airport terminal at Heathrow Airport, serving London, the capital c...

 

Mountain in British Columbia, Canada Defiance MountainNorth aspectHighest pointElevation2,668.8 m (8,756 ft)[1]Prominence781 m (2,562 ft)[2]Parent peakThe Horn (2,907 m)[2]Isolation6.4 km (4.0 mi)[2]Coordinates52°22′15″N 126°18′39″W / 52.37083°N 126.31083°W / 52.37083; -126.31083[3]GeographyDefiance MountainLocation in British ColumbiaShow map of British ColumbiaDefiance Mountai...

Subfamily of mammals (Lutrinae) This article is about the animal. For other uses, see Otter (disambiguation). OtterTemporal range: Middle Miocene to present[1] Eurasian otter (Lutra lutra) Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Mammalia Order: Carnivora Family: Mustelidae Subfamily: LutrinaeBonaparte, 1838 Type genus LutraBrünnich, 1771 Genera Aonyx Enhydra Hydrictis Lontra Lutra Lutrogale Pteronura †Enhydriodon[2][3] ...

 

Aspect of history Main article: History of Bolivia Republic of BoliviaRepública de Bolivia1964–1982 Flag Coat of arms Motto: ¡La unión es la fuerza! (Spanish)Unity is Strength!Anthem: Himno Nacional de Bolivia (Spanish)National Anthem of BoliviaCapitalSucre, La PazCommon languagesSpanish, Quechua, Aymara, Guaraní, othersReligion Roman Catholicism (official)GovernmentPresidential republic under a military dictatorshipPresident • 1964-1969 René Barrie...

 

American filmmaker (born 1942) Scorsese redirects here. For other people with the surname, see Scorsese (surname). For the song, see Martin Scorsese (song). Martin ScorseseScorsese in 2023Born (1942-11-17) November 17, 1942 (age 81)New York City, U.S.OccupationsDirectorproducerwriteractorYears active1962–presentWorksFull listSpouses Laraine Marie Brennan ​ ​(m. 1965; div. 1971)​ Julia Cameron ​ ​(m. 1976;...

Carlo Savina con l'orchestra della Rai, 1956 Carlo Savina (Torino, 29 agosto 1919 – Roma, 21 giugno 2002) è stato un musicista, compositore e direttore d'orchestra italiano. Indice 1 Biografia 1.1 L'orchestra della radio 1.2 La televisione 1.3 Le colonne sonore 2 Filmografia 3 Documentari 4 Varietà radiofonici RAI 5 Varietà televisivi RAI 6 Premio Carlo Savina 7 Note 8 Altri progetti 9 Collegamenti esterni Biografia Nacque a Torino. Il padre, primo clarinetto dell'orchestra della Radio E...

 

株式会社オハラOHARA INC. 種類 株式会社機関設計 監査役会設置会社[1]市場情報 東証スタンダード 52182005年12月21日上場 本社所在地 日本〒252-0205神奈川県相模原市中央区小山一丁目15番30号設立 1941年(昭和16年)11月1日(有限会社小原光学硝子製造所)業種 ガラス・土石製品法人番号 4021001011600事業内容 光及びエレクトロニクス事業機器向けガラス素材の製造・販売...

 

Biografi ini memerlukan lebih banyak catatan kaki untuk pemastian. Bantulah untuk menambahkan referensi atau sumber tepercaya. Materi kontroversial atau trivial yang sumbernya tidak memadai atau tidak bisa dipercaya harus segera dihapus, khususnya jika berpotensi memfitnah.Cari sumber: Aji Muhammad Parikesit – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Aji Muhammad ParikesitSult...

「春日山林泉寺」はこの項目へ転送されています。新潟県上越市の寺院については「林泉寺 (上越市)」をご覧ください。 この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: 林泉寺 米沢市 – ニュース · 書籍 · スカラー ...

 

American brigadier general For the Australian judge, see Jane Mathews. Joane MathewsJoane Mathews in 2016AllegianceUnited StatesService/branchUnited States ArmyUnited States Army National GuardYears of service1986–2022RankBrigadier GeneralUnitWisconsin Army National GuardCommands held64th Troop Command1st Battalion, 147th Aviation RegimentBattles/warsOperation Provide ComfortAwardsLegion of Merit (2)Meritorious Service Medal (3)Army Commendation Medal (3)Army Achievement Medal (2) Joan...

 

Bagian dari seriIlmu Pengetahuan Formal Logika Matematika Logika matematika Statistika matematika Ilmu komputer teoretis Teori permainan Teori keputusan Ilmu aktuaria Teori informasi Teori sistem FisikalFisika Fisika klasik Fisika modern Fisika terapan Fisika komputasi Fisika atom Fisika nuklir Fisika partikel Fisika eksperimental Fisika teori Fisika benda terkondensasi Mekanika Mekanika klasik Mekanika kuantum Mekanika kontinuum Rheologi Mekanika benda padat Mekanika fluida Fisika plasma Ter...

You can help expand this article with text translated from the corresponding article in Italian. (January 2022) Click [show] for important translation instructions. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting machine-translated text into the English Wikipedia. Do not translate text that appears unreliable or lo...

 

United States federal law Grain Futures ActOther short titlesGrain Futures Act of 1922Grain Standards ActLong titleA bill for the prevention and removal of obstructions and burdens upon interstate commerce in grain, by regulating transactions on grain future exchanges, and for other purposes.Enacted bythe 67th United States CongressEffectiveSeptember 21, 1922CitationsPublic law67-331Statutes at Large42 Stat. 998CodificationTitles amended7 U.S.C.: AgricultureU.S.C. sections amen...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!