ჯესიკა ჩესტეინი (ინგლ. Jessica Chastain; დ. 24 მარტი, 1977, საკრამენტო) — ამერიკელი მსახიობი. არის ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული. ჩესტეინი სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში თამაშობს 2004 წლიდან, კინოში მისი დებიუტი კი შედგა 2008 წელს ფილმით „ჯოლინი“, სადაც მთავარი გმირის როლი შეასრულა. მან აღიარება მოიპოვა 2011 წელს, როდესაც კინოეკრანებზე გამოვიდა ერთდროულად შვიდი ფილმი მისი მონაწილეობით, მათ შორის „ცხოვრების ხე“, „ვალი“, „უაილდის სალომე“, „თავი შეაფარე“, „ტეხასის სასიკვდილო ველები“, „კორიოლანუსი“ და „მოსამსახურე“. ამ უკანასკნელში შესრულებული როლისთვის მან დაიმსახურა ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. 2012 წელს სამხედრო ფილმმა, „მთავარი სამიზნე“, ჩესტეინს კიდევ ერთი ოსკარის ნომინაცია მოუტანა.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო