რადო ბობ კლოუზი (დ. 1944) — ინგლისელი მუსიკოსი და ფოტოგრაფი. იგი იყო ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთ-ერთი პირველი წევრი, თუმცა დატოვა იგი პირველი სინგლის Arnold Layne ჩაწერის შემდეგ.
Abdabs
ჯგუფი The Abdabs (ასევე ცნობილია, როგორც The Screaming Abdabs) იყო როჯერ უოტერსის, რიჩარდ რაიტის, ნიკ მეისონის, კლაივ მეტკალფის, კიტ ნობლისა და ჯულიეტ გეილის ჯგუფი. ამ ჯგუფს, მეტკალფის, ნობლისა და გეილის წასვლის შემდეგ შეუერთდნენ სიდ ბარეტი და ბობ კლოუზი. იმ პერიოდში ახალმა კოლექტივმა, სიდ ბარეტის შემოთავაზებით, დაირქვა The Pink Floyd Sound.
კლოუზი უფრო მეტად იყო დაინტერესებული ჯაზითა და ბლუზით, ამიტომაც მან დატოვა ჯგუფი და არქიტექტურის შესწავლა განაგრძო.
უკანასკნელი წლები
ცნობილია, რომ სწორედ კლოუზმა დაუკრა ჯგუფის პირველ ჩანაწერებზე Lucy Leave/I'm a King Bee.
2006 წელს კლოუზმა დაუკრა დევიდ გილმორის მესამე სოლო ალბომზე On an Island.
2007 წელს მან მიიღო მონაწილეობა “ბიბისის” მომზადებულ რადიოგადაცემაში “Days In The Life”, რომელიც მიეძღვნა პინკ ფლოიდის 40 წლის იუბილეს. გადაცემის პირველ ნაწილში მან ისაუბრა სიდ ბარეტთან თანამშრომლობის პერიოდზე.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|