„Bring the Boys Back Home“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.[1][2]
ნოტების შემდეგ ისმის დოლის ხმა, რომელიც მარშის რიტმს იძენს (თვლა 4/4). სიმღერა პოლირიტმულია და რიტმი გრძელდება, ხოლო ორკესტრი, გუნდი და ვოკალი საკუთარ პარტიებს 12/8 თვლით ასრულებენ.
როჯერ უოტერსი მაღალ რეგისტრში მღერის, გუნდთან ერთად. სიმღერის ბოლოს კარზე კაკუნია და მეორდება ხმები ალბომის სხვადასხვა ეპიზოდიდან.[3][4][5]
როჯერ უოტერსი ამბობდა, რომ „Bring the Boys Back Home“ ალბომის ცენტრალური კომპოზიციაა.