The Best of Pink Floyd: A Foot in the Door — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერების კომპილაციური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 7 ნოემბერს[2]. იგი გამოვიდა კამპანიის Why Pink Floyd...? ფარგლებში. ალბომში შეტანილი სიმღერების რემასტერინგზე 2011 წელს ჯეიმზ გათრიმ იმუშავა.
სტორმ თორგერსონის მიერ შემუშავებული იქნა ალბომის გარეკანი. მასზე თავის მხრივ, გამოტანილია ჯგუფის ყველა ალბომის გარეკანები. ბუკლეტი ასახავს „ჯგუფის მსმენელის სხვადასხვა სტადიას“. ესენია მოსწავლე, სტუდენტი და კურსდამთავრებული, რომლებიც დადიან ჯგუფის ალბომების ყდებზე.
2018 წლის 26 სექტემბერს ალბომი აგრეთვე გამოიცა გრამფირფიტაზე.
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)