„One Slip“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1987 წლის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. ალბომმა სახელწოდება სწორედ ამ სიმღერის ტექსტიდან შეიძინა.
დეივიდ გილმორი:
ფილთან ერთად სამი სიმღერა დავწერე, მათი კოდური სახელწოდებებია Manz 1/2/3. ერთ-ერთი ალბომში შევიდა, დანარჩენი ორი დაუსრულებელი დარჩა.
სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონი - „A momentary lapse of reason“ - იქცა თავად ალბომის სახელწოდებად. სიუჟეტურად ეს სიმღერა ეხება ისევ და ისევ ფრენის შიშს და არა ქალთან ურთიერთობას, როგორც ეს შეიძლება გეჩვენოთ.
ჯონ კერინი:
როდესაც დეივიდი სხვადასხვა ადამიანს იწვევს სხვადასხვა სიტუაციაში, მისი პიროვნების სხვადასხვა მხარე იხსნება. ფილ მანზანერასთან „One Slip“-ზე მუშაობისას ისეთი ტექსტი დაწერა, რომელსაც სხვა დროს ვერ დაწერდა.
განგაში, რომელიც სიგნალიზაციამ ატეხა სტუდიაში, სპეციალურად ჩაიწერა - ხმის ინჟინერმა ენდი ჯექსონმა უბრალოდ არასწორი კოდი შეიყვანა სისტემაში, რომელმაც იმ წამსვე მოახდინა რეაგირება.
სიმღერა სრულდებოდა 1987-1989 წლების ტურნეებში და რამდენიმეჯერ - 1994 წლის ტურნეს ფარგლებშიც.
სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა ატლანტაში. ლოურენს ჯორდანის ეს ვიდეო შეიცავს საკონცერტო კადრებს და ნაწყვეტებს შავ-თეთრი დოკუმენტური მასალიდან, რომელიც ასახავს თვითმფრინავით ფრენის პროცესს.