„Keep Talking“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell[1][2]. იგი იწყება სტივენ ჰოკინგის ხმით (ჩანაწერი ტელეგადაცემიდან)[3], ხოლო მუსიკალური თემა ვითარდება ჯგუფის მიერ. ერთ-ერთი წამყვანი როლი აქ ენიჭება რიჩარდ რაიტის კლავიშებიანი საკრავების ჟღერადობას.
კომპოზიცია
ტექსტში საუბარია ადამიანებს შორის დაკარგულ კავშირებზე, ურთიერთობის უნარზე, რაც The Division Bell-ის წამყვანი თემაა. დეივიდ გილმორი ამ სიმღერაში ჩაფიქრებული ტონით მღერის და აქვს გადაძახილები ბეკ-ვოკალისტებთან. სიმღერას ახლავს რიტმი, რომელსაც სოლო-ნაწილში მიჰყვება რიჩარდ რაიტის სოლო (ასევე გამოკვეთილი საკონცერტო გამოსვლების დროს).
გამოცემა
„Keep Talking“ იყო ალბომიდან აშშ-ში გამოცემული პირველი სინგლი, 1994 წლის მარტში. ეს იყო ჯგუფის მესამე #1 ჰიტი Hot Mainstream Rock Tracks-ში, რომელიც აღრიცხავს რადიოეთერში გასული სიმღერების სიხშირეს. ჩარტის სათავეში სიმღერა ექვსი კვირის განმავლობაში დარჩა.
საუბარი, რომელიც ისმის სიმღერის დროს, არის ინტერვიუდან ფიზიკოს სტივენ ჰოკინგთან. ტექსტი აღებულია British Telecom-ის სარეკლამო რგოლიდან. გილმორის თქმით, მას თავად მოეწონა ჰოკინგის საუბარი, რომელიც რეკლამაში მოისმინა - როგორც ამბობდა, ამან პრაქტიკულად ცრემლებამდე მიიყვანა.
დღეს იგი პირველად მოვისმინე, დილით. საოცარია, როდესაც უსმენ ისეთ რამეს, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი და იცი, რომ სხვებიც უსმენენ, ამიტომ სხვა თვალით შეხედავ. იცი, რომ სხვები მას პირველად ისმენენ. საინტერესოა, რამდენი ისმენდა ამ უცნაურ ხმას, რომელიც საუბრობდა მილიონი წლის განმავლობაში საუბრის თემაზე. არის რაღაც ჩანაწერების შექმნაში, სანამ რადიოში არ მოისმენ იმას, რაზეც მუშაობდი, ბოლომდე ვერ გაიაზრებ.
ეს არ არის ნამდვილი ხმა, ეს არის სტივენ ჰოკინგის ხმა, რომელიც პროფესორია და დაწერა წიგნი „დროის ზოგადი ისტორია“. ეს არის დიდი და ძალიან პოპულარული წიგნი. მას ნერვების დაზიანება აქვს და სავარძელში ზის. საუბარი არ შეუძლია, ამიტომ მისთვის შექმნეს ხმის სინთეზატორი. მგონია, მას მხოლოდ ერთი თითის ამოძრავება შეუძლია, სულ ოდნავ და ამით მოქმედებს. ინგლისში ტელევიზორში ვნახე სატელეფონო კომპანიის რეკლამა, რომელშიც მისი ხმა ჟღერდა. ამ რეკლამამ ფაქტოვრივად, ამატირა. სატელევიზიო რეკლამაზე მსგავსი რეაქცია მანამდე არ მქონია. ეს იყო ყველაზე მძლავრი ტელერეკლამა, რაც კი მინახავს. ვიფიქრო, რომ შესანიშნავი იყო, ამიტომ დავუკავშირდი კომპანიას, რომელმაც იგი შექმნა და ვკითხე, შემეძლო თუ არა ამ ხმის გამოყენება, რაც საბოლოოს გავაკეთე კიდეც და ჩავსვი ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც უკვე მქონდა. რამდენიმე თვე ჩავკირკიტებდი, ვცვლიდი, სანამ საბოლოოდ მოერგებოდა. იმდენად იმოქმედა, რომ გადავწყვიტე, რაღაცნაერად გამომეყენებინა.
სიმღერაში გამოიყენება ტოკ-ბოქსი, რომელიც უერთდება გიტარას, შემდეგ კი - ვოკალისტის პირს და ვოკალს სპეციფიკურ ჟღერადობას ანიჭებს.
სიმღერა აგრეთვე შეტანილია ჯგუფის 2001 წლის კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd.[4]
პინკ ფლოიდის შემდეგ ალბომში, The Endless River შეტანილია ინსტრუმენტული კომპოზიცია „Talkin' Hawkin“, რომელშიც ასევე გამოყენებულია ჰოკინგის საუბრის სხვა ფრაგმენტები.
საკონცერტო ვერსიები
სიმღერა სრულდებოდა 1994 წლის ტურნეს The Division Bell ყოველ კონცერტზე. საკონცერტო ვერსიები, სხვადასხვა კონცერტიდან, შეტანილია ალბომში Pulse და ამავე სახელწოდების ვიდეოში.
სქოლიო
|
---|
| სიმღერები | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
| |
|
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|