„Coming Back to Life“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell[1][2]. David Gilmour in Concert-ს თანახმად, დეივიდ გილმორის თქმით, იგი ეძღვნება მის მეუღლეს, პოლი სემსონს.
ამერიკულ პრომოსინგლში ამ სიმღერით შეტანილია საკონცერტო ვერსია ალბომიდან Pulse – როგორც შემოკლებული, ასევე ვრცელი სახით.
სიმღერა სრულდება მაჟორულ ტონალობაში. დო მაჟორის აკორდით დაწყებული, იგი გადადის გილმორის ვოკალურ შესავალში, რასაც მოჰყვება დასარტყმელი საკრავების მიერ შექმნილი რითმი. კომპოზიციას თანდათან უერთდება სხვა ინსტრუმენტებიც. სიმღერას ასრულებს იმპროვიზაცია გიტარაზე.
სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას, დეივიდ გილმორის 2001-2002 წლის აკუსტიკურ კონცერტებზე, და 2006 და 2015-2016 წლების სოლო-ტურნეებში On an Island და Rattle That Lock. იგი აგრეთვე შესრულდა Fender Stratocaster-ის 50 წლიანი იუბილესადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.
სიმღერა შეტანილია შემდეგ ალბომებში ან საკონცერტო ვიდეოებში: